ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
მთავარიშენი ექიმითითების ტკაცუნსა და ართრიტს შორის კავშირი არ დასტურდება - თითების ტკაცუნის ჩვევა...

თითების ტკაცუნსა და ართრიტს შორის კავშირი არ დასტურდება – თითების ტკაცუნის ჩვევა კი დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 54%-ს აქვს

სპეციალისტებმა თითების ტკაცუნსა და ართრიტს შორის კავშირი უარყვეს. ამ თემას სტატია The Guardian-მა მიუძღვნა, რომლის ჟურნალისტიც მანჩესტერის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორსა და რევმატოლოგ კიმ ჰაირკს გაესაუბრა.

სახსარი მჭიდრო სივრცეა, რომელიც მცირე რაოდენობით სითხეს შეიცავს. ტკაცუნისას ეს სივრცე ფართოვდება, წნევა მცირდება და სითხეში ბუშტუკები ჩნდება. ტკაცუნის ხმა კი ამ ბუშტუკების გასკდომის დროს გვესმის“, – განმარტა სპეციალისტმა.

წლების განმავლობაში ითვლებოდა, რომ თითების ტკაცუნი შესაძლოა ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმის – ოსტეოართრიტის განვითარებას იწვევს. თუმცა, სამეცნიერო კვლევებმა ეს კავშირი ვერ დაადასტურა. გამოკითხვებმა და რენტგენოგრამებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც თითებს ხშირად ატკაცუნებს და მათ შორის, ვინც ამას არ აკეთებს, განსხვავება არ არსებობს

მაგალითად, ამერიკელი ექიმი 60 წლის განმავლობაში ყოველდღიურად მხოლოდ ერთი ხელის თითებს ატკაცუნებდა, რათა დედისთვის დაემტკიცებინა, რომ ეს მავნებელი არ იყო. ორივე ხელის გასინჯვის შემდეგ მას ართრიტის არანაირი ნიშნები არ აღმოაჩნდა.

ჰაირიკის თქმით, ოსტეოართრიტის მთავარი მიზეზებია სპორტული ტრავმები, სახსრებთან ახლოს არსებული ძვლების მოტეხილობები და მყესების გაწყვეტა. ასევე, დაავადება უფრო ხშირად გვხვდება იმ ადამიანებში, ვინც უკვე იტანჯება ართრიტის სხვა ფორმებით, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტით. ექიმი გვირჩევს, ჯანსაღი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, რათა ოსტეოართრიტის განვითარების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ.

თითების ტკაცუნის ჩვევა კი დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 54%-ს აქვს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დაბერების პროცესს ანელებს - ახალი კვლევა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights