სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიროგორაა შესაძლებელი სხვადასხვა არაგადამდები დაავადებების მეთვალყურეობა ტელემედიცინის მეშვეობით?

როგორაა შესაძლებელი სხვადასხვა არაგადამდები დაავადებების მეთვალყურეობა ტელემედიცინის მეშვეობით?

როგორაა შესაძლებელი სხვადასხვა არაგადამდები დაავადებების მეთვალყურეობა ტელემედიცინის მეშვეობით?

საქართველოში, 110 სოფლის ამბულატორიაში უკვე დაინერგა ტელემედიცინის
სერვისები. ეს ნიშნავს რომ პაციენტს შეუძლია ასთმასთან, დიაბეტთან თუ გულსისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული კონსულტაციები სპეციალისტ ექიმებთან თავისივე სოფლის ამბულატორიიდან მიიღოს.
ტელემედიცინის დანადგარის მეშვეობით და ამბულატორიის ექიმის დახმარებით, პაციენტს შეუძლია დისტანციურად, ვიდეო ზარით დაუკავშირდეს სპეციალისტ ექიმს და მასთან ერთად განიხილოს სხვადასხვა დაავადებების სიმპტომები, ხელისშემწყობი ფაქტორები და თავიდან აცილებისა თუ მკურნალობის შესაძლებლობები.
ისეთი ხელსაწყოების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, ციფრული ელექტროკარდიოგრამა (ეკგ) და ციფრული ოფთალმოსკოპი, ექიმი შეძლებს დისტანციურად გამოიკვლიოს პაციენტის გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობა და მისცეს შესაბამისი დანიშნულება; ვიდეოკონსულტაციის დროსვეა შესაძლებელი დიაბეტის რისკების შეფასება, სხვადასხვა
ფაქტორების განხილვა, ხოლო ციფრული ოფთალმოსკოპით ექიმი შეძლებს გამოიკვლიოს პაციენტის თვალის მდგომარეობა და დროულად გამოავლინოს დიაბეტით გამოწვეული შესაძლო დაზიანება.
დისტანციური კონსულტაციების დროს ასევე შესაძლებელია დანიშნულების მიღება თუ მკურნალობის სქემის შეცვლა, რაც პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების შესაძლებლობას იძლევა.
დღეს ტელემედიცინის დანადგარები საქართველოს ყველა რეგიონში, ძირითადად მაღალმთიან დასახლებებშია ხელმისაწვდომი. შერჩეული 110 სოფლიდან 60 ამბულატორია ევროკავშირის მხარდაჭერით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და მისი პარტნიორების მიერ აღიჭურვა.
შეიძლება იყოს სქელი ლორი და ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მეცნიერებმა გრძელვადიანი დაკვირვების შედეგად ყურძნის ზეთის რეგულარულად მიღების მიერ გამოწვეული სასარგებლო ეფექტები გამოავლინეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights