პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
მთავარიშენი ექიმირუსთავში, სასწრაფოს ექიმებმა ქალი მანქანაში ამშობიარეს

რუსთავში, სასწრაფოს ექიმებმა ქალი მანქანაში ამშობიარეს

რუსთავის რაიონული სამსახურის ბრიგადამ მანქანაში მშობიარობა მიიღო, – ინფორმაციას Facebook-გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.

“საჭიროებიდან გამომდინარე, სასწრაფო დახმარების ბრიგადები ზოგჯერ მეზობელ ფილიალებსაც ეხმარებიან.

რუსთავის რაიონული სამსახურის მე-4 ბრიგადას გამოძახებაზე გასვლა მეზობელ რაიონში მოუწია.

გამოძახება ლოზუნგით-მშობიარობა.

ადგილზე მისულ ბრიგადას ორსული ქალბატონი მუცლის მოვლითი ტკივილებით დახვდა.

პარამედიკოსი ანა კაპანაძის გადმოცემით, მან მყისიერად შეაფასა პაციენტის მდგომარეობა და სწრაფად შეათანხმა ჰოსპიტალიზაცია. ტრანსპორტირების პროცესში მუცლის ტკივილმა იმატა და დაეწყო მშობიარობა, რის გამოც საჭირო გახდა მანქანის შეჩერება და ბრიგადის წევრების პროფესიონალიზმის დამსახურებით დაიბადა ჯანმრთელი გოგონა, რომელმაც მაშინვე იტირა.

აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ ბრიგადის წევრებისთვის ეს მანქანაში მშობიარობის მიღების პირველი შემთხვევა გახლდათ.

დედაც და ახალშობილიც სტაბილური მდგომარეობით რუსთავის ერთ-ერთ სამშობიაროში იქნენ გადაყვანილნი.

#გვეამაყება

პარამედიკოსი – ანა კაპანაძე

ექთანი – მეგი სიბაშვილი

მძღოლი – შალვა ღონღაძე

#შენისიცოცხლისგადასარჩენად”, – აღნიშნულია Facebook-პოსტში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  შესაძლოა, ალცჰაიმერი არაჯანსაღ კვებასთან იყოს დაკავშირებული
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights