პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
მთავარისხვა-ამბები„პროექტის შედეგად გაუმჯობესდება სისხლის ნაკადის ინფექციების მართვა, შემუშავდება სისხლის ნაკადის ინფექციებზე ზედამხედველობის...

„პროექტის შედეგად გაუმჯობესდება სისხლის ნაკადის ინფექციების მართვა, შემუშავდება სისხლის ნაკადის ინფექციებზე ზედამხედველობის ხელსაწყოები და პროტოკოლები, შემცირდება პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა, ლეტალობა და სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული დანახარჯები“

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრის (ICARS) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას სრულად ავტომატიზირებული სისხლის ანალიზატორი გადასცა, რაც ხელს შეუწყობს კლინიკაში სისხლის ნაკადის ინფექციების დროულად და ეფექტურად დიაგნოსტირებას და მართვას.

პროექტი ასევე, ითვალისწინებს ამ მიმართულებით სამედიცინო პერსონალის ცოდნის გაძლიერებას.
„პროექტის შედეგად გაუმჯობესდება სისხლის ნაკადის ინფექციების მართვა, შემუშავდება სისხლის ნაკადის ინფექციებზე ზედამხედველობის ხელსაწყოები და პროტოკოლები, შემცირდება პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა, ლეტალობა და სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული დანახარჯები“ – განაცხადა ირაკლი ფურცელაძემ.
სისხლის ანალიზატორი შპს ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრსაც გადაეცა.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ონკოპაციენტებს საჭირო მედიკამენტებზე სირბილი აღარ დასჭირდებათ, ყველა მედიკამენტს და პროცედურას საავადმყოფოში მიიღებენ“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights