სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„ვგეგმავთ 2026 წლის იანვრიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელოთ „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა...

„ვგეგმავთ 2026 წლის იანვრიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელოთ „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამაში“ – ნინო ნიჟარაძე

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სარეაბილიტაციო ცენტრ ,,სანიტასის” ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე – „აუტიზმის სპექტრის მართვის თანამედროვე მიდგომები”.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სფეროს ექსპერტები, სარეაბილიტაციო ცენტრების სპეციალისტები, ფსიქოლოგები, პედიატრები, ნევროლოგები, პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები და მშობლები.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სპეციალისტთა შორის პროფესიული დიალოგის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება არსებული პროგრამების შემდგომი ოპტიმიზაციისთვის.
კონფერენცია გახსნა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და ყურადღება გაამახვილა საკითხის მნიშვნელობაზე.
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა მხარდაჭერა წარმოადგენს ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. სახელმწიფო პროგრამები უნდა იყოს მაქსიმალურად მორგებული ბენეფიციართა რეალურ საჭიროებებს, ხოლო მათი დახვეწის პროცესში პროფესიული წრის წარმომადგენელთა მონაწილეობას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავიზიაროთ გამოცდილება, გავაანალიზოთ არსებული გამოწვევები და ერთობლივად შევიმუშაოთ უფრო ეფექტიანი და მიზნობრივი სერვისების მისაწოდებლად. ვგეგმავთ 2026 წლის იანვრიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელოთ „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამაში,“ – განაცხადა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს აუტიზმის სპექტრის დარღვევების მართვის თანამედროვე მიდგომებზე, თანმხლებ დაავადებებსა და დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებზე, მშობლის როლზე თერაპიულ პროცესში და საერთაშორისო გამოცდილებაზე. შეხვედრაზე მოხსენება წარმოადგინა ბავშვთა ნევროლოგმა და ეპილეპტოლოგმა – გია მელიქიშვილმა, ბავშვთა ფსიქიატრმა – ნაზი ტაბატაძემ, პედიატრმა და ნუტრიციოლოგმა – ლია ნატრიაშვილმა. კონფერენციაზე მოწვეული იყო კლინიკური ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის დოქტორი – თამარ გაგოშიძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების განვითარების ნეიროფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე და მშობლების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მრავალი წელია ახორციელებს „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მულტიდისციპლინური რეაბილიტაციის უზრუნველყოფას. 2019 წლიდან კი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აფინანსებს – აუტიზმის დიაგნოსტიკა სამიზნე ჯგუფში. აღნიშნულ პროგრამებში ცვლილებები მომავალი წლიდან განხორციელდება.
შეიძლება იყოს 11 ადამიანი და ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  მთავრობამ 2020-2023 წლების ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციებისგან სამედიცინო დაწესებულებების გათავისუფლების შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights