შაბათი, ივლისი 12, 2025
მთავარისამინისტრო„მნიშვნელოვანი კომპონენტი არის თვითონ მედიკამენტები - მედიკამენტების შემომტანი სრულად სახელმწიფო იქნება" -...

„მნიშვნელოვანი კომპონენტი არის თვითონ მედიკამენტები – მედიკამენტების შემომტანი სრულად სახელმწიფო იქნება” – მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ნარკოპოლიტიკასა და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ საუბრის ფარგლებში, ამბობს, რომ სახელმწიფოს გეგმა 4 მთავარი კომპონენტისგან შედგება. 

როგორც მიხეილ სარჯველაძემ “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია ინფრასტრუქტურული განვითარება, ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტები ისეთ ადგილებში არ ფუნქციონირებდეს, სადაც მოზარდები და ბავშვები ხშირად გადაადგილდებიან.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია თავად მედიკამენტები. მისი თქმით, სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს გაუმჯობესებაზე. აქვე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მედიკამენტების შემომტანი სრულად სახელმწიფო იქნება.

“მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის თვითონ მედიკამენტები. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ ორიენტირებული უნდა ვიყოთ განახლებაზე, გაუმჯობესებაზე. დიდი ხნის განმავლობაში ეს საქმე წინ არ წაწეულა. არადა, მსოფლიოში გაჩნდა უკეთესი საშუალებები, ნაკლები ზიანის მომტანი საშუალებები, რაზეც სახელმწიფო დაიწყებს მუშაობას. მედიკამენტების შემომტანი სრულად სახელმწიფო იქნება”, – აცხადებს მინისტრი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „რიგ შემთხვევებში, კერძო სექტორთან, გვაქვს გარკვეული კონფლიქტები, რაც განპირობებულია, მათი მხრიდან, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებებზე რეაგირების დაგვიანებით“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights