სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
მთავარისამინისტრო"თურქეთიდან საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ჯანმრთელობის აღდგენა"...

“თურქეთიდან საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ჯანმრთელობის აღდგენა” – მიეილ სარჯველაძე

“მეძლევა შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის დადებითი დინამიკის შესახებ.რიჟვაძე

მას შემდეგ, რაც ის ოჯახის თხოვნით გადაყვანილ იქნა თურქეთში მკურნალობის გასაგრძელებლად, იქიდანაც საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ჯანმრთელობის აღდგენა,” – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ “ღამის კურიერის” ეთერში, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, თორნიკე რიჟვაძეს შესაბამისი მკურნალობა საქართველოშიც მიეწოდებოდა და სამკურნალოდ თურქეთში გადაყვანას არ საჭიროებდა, თუმცა ეს ოჯახის სურვილი იყო.

“[სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანა] ოჯახის თხოვნა იყო. მათაც, რა თქმა უნდა, კარგად აეხსნათ, სრულფასოვნად მიეწოდათ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, თუმცა მათ მაინც ამჯობინეს, რომ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, რასაც ბუნებრივია, ანგარიში გავუწიეთ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს აუცილებლობით ნაკარნახევი ნამდვილად არ ყოფილა. ისიც შემიძლია ვთქვა, არ მგონია, რომ ის თურქეთში რაიმე სახით გაუმჯობესებულ მკურნალობას იღებს. ჩვენი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძირითადი და ყველაზე კრიტიკული პრობლემები, რაც არსებობდა, გადავლილია. პირველ რიგში, ეს საგარეჯოში ჩატარებული ოპერაციის შედეგად. იქაურ სამედიცინო პერსონალს მადლობა უნდა გადავუხადო სწორად წარმართული პროცესისთვის და შემდგომ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ეს კრიტიკული დღეები, რომელიც პრობლემას წარმოადგენდა, აბსოლუტურად უნაკლოდ იქნა მართული. ამან მოიტანა კიდეც რეზულტატი და პრაქტიკულად მდგომარეობა, რომელიც გუშინ საღამოს დაახლოებით ამ დროს ვნახეთ, იყო დამაიმედებელი. ამანაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ გადაყვანა მომხდარიყო. პარამეტრები რომ არ გაუმჯობესებულიყო, ტრანსპორტირება პრობლემა იქნებოდა,” – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights