თვალი — ჩვენი ფანჯარა სამყაროსთან!
ადამიანს გააჩნია ორგანო, რომელიც გარკვეული გაღიზიანების შედეგად 16-ჯერ იცვლის ზომას. თვალს თუ გავაღიზიანებთ სინათლით, მისი ზომა 16-ჯერ შეიცვლება.
თითოეული ჩვენგანი დღის განმავლობაში მინიმუმ ნახევარი საათი დახუჭული თვალებით არის, რომელსაც ვერც თვითონ ამჩნევს და ვერც სხვა. საქმე ეხება თვალის ხამხამს. დათვლილია, რომ ადამიანი 15 ათასჯერ ახამხამებს თვალს. თითო დახამხამება გრძელდება 0,1 წამი.
გადაცემა “გრუნი მედის” სტუმარია პინეოს ოფთალმოლოგი ნანა ცერცვაძე, რომელიც გვესაუბრება მხედველობის პრობლემებზე, როგორ დავიცვათ ჩვენი თვალები და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თანამედროვე სამყაროში.
„კატარქტა ნამდვილად გახლავთ სიხშირით ყველაზე გავრცელებული დაავადება, მაგრამ ეს არის ასაკობრივი დაავადება, უმეტესად 70 წლის პაციენტი როდესაც მოგვმართავს, იშვიათად არის, რომ კატარაქტა არ ეღენიშნებოდეს“ – ამბობს ნანა ცერცვაძე.
რას წარმოადგენს კატარაქტა?
„კატარაქტა ეს გახლავთ თვალში არსებული გამჭვირვალე ბროლის, ლინზის შემღვრევა. ნორმაში ბროლი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, სხვივებს თავისუფლად ატარებს ბადურა გარსისკენ. ასაკობრივად მასში ნივთიერებათა ცვლის დარღვევების გამო, ისევე როგორც კანზე ჩნდება ნაოჭი, თმა თეთრდება, ეს აბსოლუტურად ბუნებრივი ფიზიოლოგიური დაბერების პროცესია, რომ ბროლში გაჩნდეს მოთეთრო ფერის შემღვრევა. შესაძლოა, უფრო მოყვითალო ფერის, მოცისფრო ფერის, მაგრამ პრინციპში არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბროლის გამჭვირვალობა იკარგება, რის გამოც სინათლის სხივცები ვერ ფოკუსირდება, ვერ ხდება ბადურამდე მიტანა და შესაბამისად მხედველობა ბუნდოვანი ხდება.
პროცესი იმდენად ნელ-ნელა ვითარდება, რომ პაციენტი ვერ ამჩნევს ამას, სანამ მხედველობა არ მცირდება 50-60%-მდე. ზოგჯერ არის შემთხვევა, პაციენტს უთქვამს, რომ მხოლოდ შუქს ხედავს.
არის ხოლმე გაორების მომენტებიც. შესაძლოა, შუქზე ათინათებს ხედავდეს, კითხვა უჭირდეს. უმეტეს შემთხვევაში, პროცესი ნელ-ნელა ვითარდება და ერთ თვალზე უფრო მეტად არის გამოხატული, მეორეზე კი ნაკლებად…“ – განაცხადა ნანა ცერცვაძემ.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi