ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
მთავარისამინისტრო„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტები ისეთ ადგილებში არ ფუნქციონირებდეს, სადაც მოზარდები და...

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტები ისეთ ადგილებში არ ფუნქციონირებდეს, სადაც მოზარდები და ბავშვები ხშირად გადაადგილდებიან“-მიხეილ სარჯველაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ნარკოპოლიტიკასა და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ საუბრის ფარგლებში, ამბობს, რომ სახელმწიფოს გეგმა 4 მთავარი კომპონენტისგან შედგება.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტები ისეთ ადგილებში არ ფუნქციონირებდეს, სადაც მოზარდები და ბავშვები ხშირად გადაადგილდებიან. 

“4 მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლისგანაც შედგება ჩვენი გეგმა. პირველი არის ინფრასტრუქტურული განვითარება – მოგეხსნებათ, ამ თვალსაზრისით გვაქვს სერიოზული დავალება, რომელიც პირადად მე მიღებული მაქვს პრემიერ-მინისტრისგან და ეს უკავშირდება ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტების ისე განსაზღვრას, რომ ის არ იყოს სხვისი უფლებების დამრღვევი. იმიტომ, რომ ადამიანებს სრულიად ლეგიტიმურად აქვთ მოთხოვნა, რომ ისეთ ადგილებში, სადაც მათი შვილები ცხოვრობენ, სადაც დადიან სასწავლებელში და ა.შ. სიახლოვეში არ ფუნქციონირებდეს ასეთი დაწესებულება, რომ თვალს არ ადევნებდეს მოზარდი, ბავშვი ნარკომანიას და 24 საათი ეს არ ჰქონდეს თვალწინ.

მეორე – ინფრასტრუქტურის გარდა, აუცილებელია, ვისაუბროთ სამედიცინო პერსონალზე. ყველა ეს ობიექტი იქნება დაკომპლექტებული იმგვარად, რომ არსად ამგვარი დეფიციტი არ შეიქმნება. რეალურად, ეს მოხერხებადია, ეს გათვლილი აქვს სახელმწიფოს და რეალურად, ამას შევძლებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შორის, იმ ხალხის გარკვეული ნაწილი, რომელიც თავდაპირველად სახელმწიფოსგან წავიდა და კერძო სექტორში დასაქმდა, ამ ნაწილს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ დაბრუნდეს და კვლავ სახელმწიფოში იმუშაოს. ასეთი პრაქტიკაც ალბათ იქნება.

მესამე – მნიშვნელოვანი კომპონენტი არის თვითონ მედიკამენტები. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ ორიენტირებული უნდა ვიყოთ განახლებაზე, გაუმჯობესებაზე. დიდი ხნის განმავლობაში, ეს საქმე წინ არ წაწეულა. არადა, მსოფლიოში გაჩნდა უკეთესი საშუალებები, ნაკლები ზიანის მომტანი საშუალებები, რაზეც სახელმწიფო დაიწყებს მუშაობას. მედიკამენტების შემომტანი სრულად სახელმწიფო იქნება.

ბოლოს, რაც მნიშვნელოვანია, ამ მარაგებთან ერთად, პროცედურების სწორად დაგეგმვა. პროცედურებში იგულისხმება ის, რომ იმგვარად იყოს დაგეგმილი, რომ გამოირიცხებოდეს ნებისმიერი არასწორი, არანორმალური პრაქტიკა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა იმისთვის, რომ მან შეძლოს დაამარცხოს ეს მკვლელი თვისება და გახდეს ჯანმრთელი,” – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

  სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია/აღჭურვისთვის სახელმწიფომ ₾37.1 მლნ გამოყო
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights