სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიბევრ რისკს და საფრთხეს თავიდან აგვაცილებს - უნიკალური მეთოდი - გულის დაავადებების...

ბევრ რისკს და საფრთხეს თავიდან აგვაცილებს – უნიკალური მეთოდი – გულის დაავადებების რისკების გაგება რამდენიმე წლით ადრეა შესაძლებელი

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ასახელებს სამ მარტივ და ბიუჯეტურ კვლევას, რომელიც ბევრ რისკს და საფრთხეს თავიდან აგვაცილებს. როგორ უნდა გაიგო ათწლეულებით ადრე, შეგაწუხებს თუ არა გულის დაავადებები –

„რა სტატისტიკაც საქართველოში გამოქვეყნდა, იგრძნობოდა, რომ მოსახლეობის უმეტესობა იღუპება გულისა და სისხლძარღვების დაავადებებით. კითხვა ჩნდება, როგორ უნდა გაიგო დღეს, გექნება თუ არა ათწლეულების შემდეგ გულის ან სისხლძარღვების დაავადებები. დღეს რა ტესტებიც არის გულის მხრივ, მაგალითად დატვირთვის ტესტი, ექოკარდიოგრაფია, კორონაროგრაფია, CT ანგიოგრაფია, პერფუზიული კვლევა გულისა თუ MRI კვლევა, ყველა ეს კვლევა უკვე დაავადების შორს წასულ შემთხვევებს ადგენს. მაგრამ არის ბიუჯეტური, ძალიან მარტივი რამდენიმე კვლევა, რომელიც კეთდება სისხლიდან, საკმაოდ იაფია და შეუძლია, რომ ათწლეულებით ადრე გითხრას, გექნება თუ არა გულის დაავადებები. 

ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს LDL-ქოლესტეროლი. ასევე არის APO-B (აპოლიპროპროტეინ B) ეს კიდევ უფრო მგრძნობიარე მარკერია და ასევე, შეიძლება გამოყენებული იყოს მაღალმგრძნობიარე მაღალსენსიტიური hs-CRP, რომელიც ახლავე გეტყვის, სისხლძარღვებში გაქვს თუ არა ანთება და გილაგდება თუ არა მასში ცხიმი. ეს სამი ტესტი დაიმახსოვრე და ამ სამი ტესტით ჩვენ ათწლეულებით ადრე შეგვიძლია გავიგოთ, გვექნება თუ არა გულის დაავადებები.

გეტყვით კიდევ სამ დამატებით ტესტს, ეს არის HbA1c, გარდა ამისა, არის ჰომოცისტეინი და შეიძლება იყოს NT-proBNP,“ – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გულის რითმის დარღვევები - რა იწვევს არითმიას? რა არის გულის არითმია ?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights