პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარიშენი ექიმიბოლო კვლევის თანახმად კი, ის უშვილობის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს

ბოლო კვლევის თანახმად კი, ის უშვილობის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს

მიკროპლასტიკი, ანუ პლასტმასის მცირე ნაწილაკი, რომელიც უხილავ საფრთხედ მიიჩნევა – საშიში ნაწილაკები ადამიანის ორგანიზმში სასუნთქი ან ორალური გზით ხვდებიან და აზიანებენ სხვადასხვა სისტემას.

ბოლო კვლევის თანახმად კი, ის უშვილობის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს.

მკვლევრებმა, როგორც ქალების ისე მამაკაცების რეპროდუქციულ სითხეში დალექილი პლასტმასი აღმოაჩინეს.

უნაყოფობის პრობლემით რეპროდუქტოლოგებს ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად მიმართავენ. მიზეზის კვლევისას საქართველოში ორგანიზმში პლასტმასის კუმულაცია არ დაფიქსირებულა, თუმცა ექიმები არც ამას გამორიცხავენ.

გარდა უშვილობისა მიკრო პლასტმასი სხვა არაერთი დაავადების მიზეზად ითვლება

როგორ ხვდება ორგანიზმში მიკრო და ნანო პლასტიკი?! – წყარო შეიძლება იყოს პლასტმასის ჭურჭელი, ბოთლები, კონტეინერები, მედიკამენტების შეფუთვები, სათამაშოები, კოსმეტიკა და პლასტმასასთან უშუალო შეხებაში მყოფი სურსათი.

იმისთვის, რომ პლასტმასის გამოყენებამ ადამიანის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს, არსებობს წესები. უნდა ვიცოდეთ პლასტმასაზე დატანილი ნიშანდების ამოცნობა. პროდუქციას უნდა ჰქონდეს სამკუთხედი ნიშანი, ფიგურაში კი ციფრი, რომელიც აღნიშნავს ხარისხს და გამოყენების წესს.

მთავარი რჩევა მაინც პლასტმასის ჩანაცვლებაა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიო წელიწადში 400-დან 600 მლნ ტონა პლასტმასს აწარმოებს, რაც, გარდა დადასტურებული ჯანმრთელობის პრობლემებისა, გარემოს შეუქცევად ზიანსაც აყენებს.

მიკრო და ნანოპლასტიკების გავლენა ჯანმრთელობაზე

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სასმელ წყალში პლასტმასის ბოთლების მიკრობების შენარჩუნების პოტენციური რისკები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights