[ფსიქოტროპული მედიკამენტების] რეალიზაცია შეიძლება გარკვეული ფორმით კვლავ გაგრძელდეს კერძო კომპანიების მხრიდან. ამ შემთხვევაში საუბარი იქნება ისეთ მასშტაბურ მოვლენაზე, როგორიც იმპორტია, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
„რაც შეეხება საბითუმო ვაჭრობას, ეს იქნება სახელმწიფოს ფუნქცია. ამისთვის ვემზადებით, პირველ ოქტომბრამდე ჩვენ დაგვჭირდება ძალიან ინტენსიურად მუშაობა ამ თემაზე, რისთვისაც მზად გახლავართ, დაწყებული გვაქვს ეს მუშაობა და მე ვერ ვხედავ ამწუთას რაიმე ფაქტორს, რომელსაც შეუძლია ხელი შეგვიშალოს, რომ ვიყოთ ეფექტურები“, – განაცხადა სარჯველაძემ.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე – „დაახლოებით 122 დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი შემოდის ქვეყანაში – შემოიტანს თუ არა ყველას სახელმწიფო, შესაძლებელია პაციენტები დარჩნენ კონკრეტული წამლის გარეშე?“, – მინისტრმა ასე უპასუხა:
„ამას სჭირდება ბაზრის შესწავლა ისე, როგორც ამას ვაკეთებთ ნებისმიერი პათოლოგიის შემთხვევაში. ყველგან გჭირდება გაარკვიო რომელი მედიკამენტია რელევანტური, რომელია ყველაზე მეტად პოპულარული და ა.შ. ამ ფაქტორების მიხედვით უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რომელი იყიდო, რომელი – არა, მაგრამ დათვლადია ეს ყველაფერი, ეს კომერციულადაც ყველანაირად გამართვადია, თუმცა კომერციული კომპონენტის გარეშე. ვგულისხმობ რას – სავაჭრო მიწოდების ჯაჭვი საწყობის თვალსაზრისით, ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. შეიძლება სხვა სფეროში, მაგალითად სხვა პათოლოგიების მკურნალობის შემთხვევაში გაცილებით უფრო რთული იყოს ბაზრის მართვა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ვიდრე ეს გახლავთ ფსიქოტროპული ნივთიერებების შემთხვევაში“.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi