სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე: „საზოგადოებასაც კი უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მათთვის, საზოგადოების თითოეული წევრისთვის...

მიხეილ სარჯველაძე: „საზოგადოებასაც კი უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მათთვის, საზოგადოების თითოეული წევრისთვის სასიკეთო რამ ხდება, როდესაც კონკრეტული ნარკომოვაჭრე აღმოჩნდება გისოსებს მიღმა“

მოხარული ვარ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთავარი სათქმელი, მთავარი იმპულსი რომელიც წამოვიდა, ეს გახლავთ ერთი რამ – ნარკოტიკის მოხმარება არ არის კარგი, ნარკოტიკის მოხმარება არ არის ნორმა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ნარკოტიკის მოხმარებას არ შეიძლება შევეგუოთ.

„ეს არის ის, რასაც უნდა ვებრძოლოთ. ამ ბრძოლის ინსტრუმენტად გამოიყენებ იქ, სადაც ნარკოტიკით ვაჭრობაა. კი, რა თქმა უნდა, ეს არის კრიმინალური აქტი. ამასთან სამართალდამცავი სტრუქტურა შეუბრალებელი უნდა იყოს. აქაც იგივე ამბავია, რომ არ ვერჩი ნარკომომხმარებელს, მაგრამ ვერჩი ადამიანს, რომელიც ცდილობს ამაზე ხელი მოითბოს. ნარკომოვაჭრეს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ინტერესი აქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ებმებოდეს მის ქსელში. ამიტომ, ამას ბუნებრივია, რომ ვებრძვით. კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს კრიმინალურ აქტთან, ამას, ბუნებრივია რომ ესაჭიროება ძალიან მკაცრი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან და ამას აკეთებს სახელმწიფო საბედნიეროდ დღეს. ამას უწყვეტად აკეთებდა და გახსოვთ წლების განმავლობაში არ წყდებოდა იგივე ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ გარკვეული აქტივობები და ა.შ. თუმცა, ამას სჭირდება ყურადღების მეტად მობილიზება. მათ შორის, საზოგადოებასაც კი უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მათთვის, საზოგადოების თითოეული წევრისთვის სასიკეთო რამ ხდება, როდესაც კონკრეტული ნარკომოვაჭრე აღმოჩნდება გისოსებს მიღმა.

ყველა მხრიდან შეტევა არის ჩვენი მორალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა. გნებავთ, სამართლებრივიც იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის ეს არის დიდი რისკის მატარებელი, დიდი საფრთხეა. ძალიან დიდი ზიანი შეუძლია მოიტანოს. ეს აღიარებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არ არის ახალი და ორიგინალური რამ, რასაც ვამბობთ, მაგრამ შეტევა სჭირდება იმას, რომ რაც შეიძლება მცირე იყოს მასშტაბი. აქ, ამ შემთხვევაში ვითომ, ფსევდოსაც აღარ ვიტყვი, ვითომ ლიბერალური მიდგომების გამო, აზრის მიწოდება საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ეს ეხება ახალგაზრდა თაობას, რომ თითქოს ამაში რაიმე რომანტიკულია, თითქოს ამაში თავისუფლების ჟესტია და ა.შ. ეს არის დიდი, მტკნარი ტყუილი“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

  წონაში კლების ინიექციები და სიკვდილიანობის რისკი
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights