სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიარსებული შენობა ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტებს, პროექტის დასრულების შემდეგ 50 000-ზე მეტი...

არსებული შენობა ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტებს, პროექტის დასრულების შემდეგ 50 000-ზე მეტი მოქალაქე სამედიცინო მომსახურებას განახლებულ, თანამედროვე გარემოში მიიღებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ბათუმში მიმდინარე სამედიცინო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები ყველა ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს.

„ბათუმის N1 პოლიკლინიკისთვის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი ინფრასტრუქტურა ამჟამინდელი დაწესებულების მიმდებარედ აშენდება. არსებული შენობა ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტებს, პროექტის დასრულების შემდეგ 50 000-ზე მეტი მოქალაქე სამედიცინო მომსახურებას განახლებულ, თანამედროვე გარემოში მიიღებს.

ახალი შენობა აშენდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრისთვისაც. მშენებლობის ფარგლებში, საჭირო სივრცეები გამოიყოფა ავტოპარკისა და სამედიცინო ბრიგადებისთვის. გაუმჯობესდება 160-მდე დასაქმებულის სამუშაო პირობები და მომსახურების ხარისხი.

მაღალი მიმართვიანობის გათვალისწინებით ფართოვდება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რისთვისაც დამატებით ოთხსართულიანი შენობა აშენდება. ახალი სივრცე სრულად იქნება განკუთვნილი პედიატრიული სერვისებისთვის.

სამშენებლო სამუშაოები ყველა ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის და პოლიკლინიკის ნაწილში რკინა-ბეტონის კარკასის 80% უკვე დასრულებულია. რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე კი, მიმდინარეობს მეორე სართულის რკინა-ბეტონის კარკასის მოწყობა.

პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ღეროვანმა უჯრედებმა თაგვებში ინსულტის შედეგად დაზიანებული თავის ტვინი აღადგინა - უახლესი კვლევა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights