პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარისამინისტროტყვიით მოშხამვის პრევენციის და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის დანერგვის მიმდინარეობაზე ისაუბრეს

ტყვიით მოშხამვის პრევენციის და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის დანერგვის მიმდინარეობაზე ისაუბრეს

საქართველოს პარლამენტში, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეებმა – პაატა იმნაძემ და ირმა ხონელიძემ ტყვიით მოშხამვის პრევენციის და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის დანერგვის მიმდინარეობაზე ისაუბრეს.
ასევე, საკონსულტაციო საბჭოს წევრებს საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგია 2023-2030-ისა და 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის აღსრულების მიმდინარეობაზე ინფორმაცია გააცნეს.
სხდომაზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის მიზნით, მარილის მოხმარების და მისი შემცირების მნიშვნელობაზე პრეზენტაცია მოისმინეს.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში იესპერ მოლერი და სამედიცინო დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights