სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროშეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები შრომისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, ასევე...

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები შრომისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, ასევე იმსჯელეს ქვეყნებს შორის არსებული გამოწვევებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების საკითხებზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ერევანში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრთან, ნარეკ მკრტჩიანთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები შრომისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, ასევე იმსჯელეს ქვეყნებს შორის არსებული გამოწვევებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების საკითხებზე. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში სოციალური დაცვის სისტემების განვითარების მნიშვნელობას და მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.

მიხეილ სარჯველაძე ერევანში სოციალური სამართლიანობის მე-3 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. ვიზიტი რეგიონში სოციალური სამართლიანობის გაძლიერებასა და საერთაშორისო პარტნიორობის ხელშეწყობას ემსახურება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „უწყების ნებისმიერი გადაწყვეტილება პაციენტის საუკეთესო ინტერესების, როგორც მთავარი პრიორიტეტის დაცვის გარანტი იქნება“ - მიხეილ სარჯველაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights