სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმინიკოტინზე დამოკიდებულება შემთხვევით არ იწყება - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს

ნიკოტინზე დამოკიდებულება შემთხვევით არ იწყება – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს

ნიკოტინზე დამოკიდებულება შემთხვევით არ იწყება.

თამბაქოს ინდუსტრია 16,000-ზე მეტ არომატს იყენებს.
ეს არომატები არც „სახალისო“ და არც „მაგარი“ არ არის – ისინი დაგებული ხაფანგებია. არომატები ხშირად მოიხსენიება, როგორც ნომერ პირველი მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდები იწყებენ ნიკოტინისა და თამბაქოს ნაწარმის მოხმარებას. ეს პროდუქტები შექმნილია სიმძაფრის დასაფარად, შთაბეჭდილებების მანიპულირებისთვის და რათა, მომხმარებელი მთელი ცხოვრების მანძილზე დამოკიდებული გახადოს.
საქართველოში ფიქსირდება ელექტრო სიგარეტების, ნიკოტინის ბალიშების და თამბაქოს და ნიკოტინის სხვა ახალი პროდუქტების მოხმარების მზარდი ტენდენცია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ბავშვებში. გავრცელების მაჩვენებლების ზრდა განსაკუთრებით მაღალია გოგონებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს:
• აკრძალონ არომატული დანამატები თამბაქოს ყველა პროდუქტში
• აკრძალონ შეფუთვაზე არომატის აღწერილობა და გამოსახულება
• აღმოფხვრან ის მარეგულირებელი ხარვეზები, რომელიც საშუალებას იძლევა ბაზარზე ახალი არომატიზებული პროდუქტებისა და აქსესუარების გამოჩენას.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გასული კვირის საერთაშორისო მოვლენები, რომლებიც შესაძლოა გამოგრჩათ - გიორგი ფხაკაძის ანალიტიკური მიმოხილვა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights