სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროსაუბარია როგორც სეზონური, ისე - გრძელვადიანი დასაქმების მიმართულებებზე - სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა...

საუბარია როგორც სეზონური, ისე – გრძელვადიანი დასაქმების მიმართულებებზე – სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, 70-ზე მეტი კომპანიის 2000-ზე მეტ ვაკანსიას გასცნობოდნენ

ბათუმში, დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, 70-ზე მეტი კომპანიის 2000-ზე მეტ ვაკანსიას გასცნობოდნენ.

ფორუმზე, წარმოდგენილი იყო ვაკანსიები მომსახურების, სავაჭრო, სარესტორნო, სასტუმრო, დისტრიბუციის, სამრეწველო, სატრანსპორტო, საზღვაო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, ფარმაციისა და განათლების სფეროებიდან. საუბარია როგორც სეზონური, ისე – გრძელვადიანი დასაქმების მიმართულებებზე.
ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა გახსნა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც ფორუმი სამუშაოს მაძიებლებისა და დამსაქმებლებისთვის იძლევა. სიტყვით გამოსვლისას, ღონისძიების მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.
ფორუმის ფარგლებში, სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტმა ზაზა ქოიავამ და ახალგაზრდებს გასაუბრებისა და საკუთარი თავის წარმოჩენის შესახებ პრაქტიკული რჩევები გაუზიარა.
აჭარის დასაქმების ფორუმი უკვე მეექვსედ გაიმართა და ტრადიციულად, საზღვაო სეზონის გახსნას დაემთხვა. მისი მიზანი მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობა, ხოლო დამსაქმებლებისთვის — კადრების შერჩევის პროცესის გამარტივებაა. ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის თანამშრომლობით ჩატარდა.

საუბარია როგორც სეზონური, ისე – გრძელვადიანი დასაქმების მიმართულებებზე – სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, 70-ზე მეტი კომპანიის 2000-ზე მეტ ვაკანსიას გასცნობოდნენ | sheniekimi.ge | შენი ექიმი

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საკითხი ეხება მოქმედი კანონით განსაზღვრული თარიღის გადავადებას
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights