სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიბავშვის შენჯღრევა და რისკები - 20-25% იღუპება

ბავშვის შენჯღრევა და რისკები – 20-25% იღუპება

ბავშვის შენჯღრევა და რისკები

კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ განსაკუთრებით დამაფქირებელია ახალგაზრდა წყვილებისთვის. ეს სიახლე საინტერესოა ნებისმიერი ქვეყნის ოჯახებისთვის იმიტომ, რომ გამოცდილება საერთო შეიძლება აღმოჩნდეს, რომელსაც აუცილებლად ჭირდება გაზიარება.

როდესაც დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, კვლევის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა, ყველაზე ხშირად ადრეული ასაკის ბავშვებში რატომ შეიძლება გახნვითარდეს თავის ტვინის ტრავმა.

როდესაც კვლევას ატარებდნენ, შეისწავლეს უამრავი ბავშვი და უამრავი შემთხვევა. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა მონაცემები, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ:

დიახ, ე.წ. ბრისტოლის კვლევა გვეუბნება, რომ 100 ათასი ბავშვიდნა 35 ბავშვი ზარალდება ნჯღრევით.

კიდევ უფრო დასაფიქრებელი აღმოჩნდა შედეგი, რომელიც ადასტურებს, რომ ამ სინდრომის მქონე ბავშვებიდან, ამ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებიდან 20-25% იღუპება.

საუბრობს ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე:

 

ბავშვის შენჯღრევის სინდრომი, ასევე ცნობილი როგორც თავის ძალადობრივი ტრავმა, არის თავის ტვინის სერიოზული დაზიანება, რომელსაც ბავშვის ძლიერად შენჯღრევა იწვევს. შეიძლება, თქვენ სულაც არ გგონიათ, როცა გაღიზიანებული ან პირიქით, აჟიტირებული ბავშვს ანჯღრევთ, ამით რამეს აზიანებთ, მაგრამ სინამდვილეში მას დიდ საფრთხეს უქმნით.
ბავშვის შენჯღრევის სინდრომი აზიანებს თავის ტვინის უჯრედებს და ხელს უშლის ტვინამდე ჟანგბადის მიწოდებას. მან შეიძლება თავის ტვინს შეუქცევადი დაზიანება და სიკვდილი გამოიწვიოს.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საქართველოს იშვიათი დაავადებების ალიანსი გამართავს იშვიათი დაავადებების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights