როგორ დავიცვათ თავი სიცხისა და მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან
ზედმეტად ცხელ ამინდში შესაძლოა ადამიანის ორგანიზმის დამცავმა სისტემებმა ვერ უზრუნველყოს სხეულის შესაბამისი გაგრილება და განვითარდეს სითბური დაავადებები, რაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება და შესაძლოა, ლეტალური შედეგითაც კი დამთავრდეს.
- განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან:
- ახალშობილები, ბავშვები და მოხუცები.
- ადამიანები გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით.
- ადამიანები ენდოკრინული და ნევროლოგიური დარღვევებით.
- ინდივიდები, რომლებიც იღებენ ზოგიერთ მედიკამენტს (ფენოთიაზინები, ბარბიტურატები, დიურეტიკები).
- ჭარბი წონის მქონენი.
- ფიზიკური პირები, რომელთაც მუშაობა უწევთ არავენტილირებულ გარემოში.
- ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლები.
სითბური დაავადებების თავიდან აცილება შესაძლებელია.
ამისათვის საჭიროა ნებისმიერმა ადამიანმა გაითვალისწინოს საკუთარი ორგანიზმის მდგომარეობა და გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები:
- ეცადეთ იყოთ სიგრილეში, კარგად კონდიცირებად გარემოში, რაც პირველ დამცავ ფაქტორს წარმოადგენს სითბოსთან დაკავშირებული ავადობის და სიკვდილობის პრევენციაში.
- მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე (თუ ექიმი გიზღუდავთ დიდი ოდენობით სითხის მიღებას, ჰკითხეთ, მაქსიმუმ რა რაოდენობის სითხის მიღება შეგიძლიათ ცხელი დღეების განმავლობაში).
- შეზღუდეთ ალკოჰოლი და ზედმეტად ტკბილი სასმელის, ასევე ზედმეტად ცივი წყლის
მიღება (შესაძლოა განვითარდეს კუჭის სპაზმი). - მიიღეთ მინერალები და მარილები
- ატარეთ ღია შეფერილობის (გამონაკლისია თეთრი), ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტასაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან
ქოლგა, მუქი ფერის სათვალეები. - სიფრთხილით დაგეგმეთ გარეთ შესასრულებელი სამუშაოები.
- არ დატოვოთ ბავშვები და მოხუცები მანქანაში უმეთვალყურეოდ.