სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიტკიპები - ბიოლოგია და ინფექციების გამომწვევების გადაცემა, გავრცელება

ტკიპები – ბიოლოგია და ინფექციების გამომწვევების გადაცემა, გავრცელება

ტკიპები – ბიოლოგია და ინფექციების გამომწვევების გადაცემა

გავრცელება
ტკიპები- ობობასნაირები არიან, მცირე ზომის. ტკიპების სახეობა გარეგნულად თითქმის არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ისინი მოევლინენ პლანეტას. პალეონტოლოგებმა აშშ-ში ნახეს ამ ჯგუფის უძველესი
წარმომადგენლები – ქიტინიანი ტკიპები და დაადგინეს, რომ ისინი თითქმის უცვლელნი არიან. მათი ასაკი განისაზღვრა 380 მილიონი წლით;
 ტკიპების ცხოვრების ადგილები: ერთნი ცხოვრობენ ნიადაგში, ზოგიერთები ტყის საფარველის ქვეშ, ფრინველების ბუდეებში, ცხოველების სოროებში, მცენარეებში, მტკნარ წყალსატევებში, ზღვებში, ხოლო ბევრი მათგანი პარაზიტობს ცხოველებზე;
 თავდაპირველად ყველა სახეობის ტკიპები იყვნენ თავისუფლად მცხოვრებნი, მაგრამ ბევრი სახეობა ევოლუციის პროცესში გადავიდა პარაზიტიზმზე.

თავისუფლად მცხოვრები ტკიპები:
 ქიტინიანი ტკიპები (Oribatidae) ცხოვრობენ ნიადაგში. მათი რაოდენობა შეადგენს 1 სმ3 რამოდენიმე ათეულს და ასეულსაც კი. ისინი იკვებებიან ლპობით დაშლილი მცენარეული ნარჩენებით, სოკოებით და ხელს უწყობენ ნიადაგის განვითარებას და განოყიერებას;
 წყლების ტკიპები (Hydracarina) ცხოვრობენ მტკნარ წყალსატევებში, იკვებებიან დაფნიებით და ციკლოპებით, თუმცა ზოგიერთი მათგანი ეწევა პარაზიტულ ცხოვრებას წყლის ბინადრებზე.
წყლებში მობინადრე ტკიპების 200 სახეობაზე მეტი შესანიშნავად გრძნობს თავს ზღვის წყალში.

გავრცელება

ტკიპები განეკუთვნებიან ორი რაზმის წარმომადგენლებს: აკარიფორმულ და
პარაზიტოფორმულ (იქსოდისებრი).

აკარიფორმული ტკიპების უმრავლესობა-წარმოდგენილია როგორც სასოფლო სამეურნეო
მცენარეების და პროდუქტების მავნებლები (ნალიის, პროდუქტების საწყობების და სხვა). მათ შეუძლიათ დიდი ეკონომიური ზარალი მიაყენონ სოფლის მეურნეობას, ზოგიერთები კი ცხოველების (თმების, ბუმბულის) და ადამიანის (ბღერი) პარაზიტები არიან;
 იქსოდისებრი ტკიპები ზომით მეტნი არიან, ვიდრე აკარიფორმული ტკიპები, ვინადან მათი ყველა სახეობა სისხლის მწოველია და წარმოადგენს საშიშროებას ადამიანებისა და შინაური ცხოველებისათვის დაავადებების გავრცელების მხრივ. ამჟამად ცნობილია ტკიპების 20 ათასამდე სახეობა, მაგრამ მათი რაოდენობა შესაძლებელია 5 ჯერ მეტი იყოს;
 იქსოდისებრი ტკიპები ცხოვრობენ ყველგან, სადაც ცხოვრობენ მათი პატრონები და არსებობს სასურველი გარემო ინდივიდუალური განვითარების ციკლის დასასრულებლად- ტროპიკებიდან პოლარულ ზონებამდე;
ტკიპების უმრავლესობა იზამთრებს ნიადაგის ზედა ფენაში არა უმეტეს 5 სმ. სიღრმისა, სადაც არის მცენარეების ფოთლების და სხვა მცენარეული ნარჩენები, მხოლოდ მცირე რაოდენობა ტკიპებისა იზამთრებს ნიადაგის 20 სმ. სიღრმეში, სადაც ისინი აღწევენ ნაპრალების და მღრღნელების სოროების მეშვეობით.

  არ მიიღოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად - უსაფრთხოების მთავარი წესები

ტკიპები – ბიოლოგია და ინფექციების გამომწვევების გადაცემა

ტკიპები – ბიოლოგია და ინფექციების გამომწვევების გადაცემა, გავრცელება | sheniekimi.ge | შენი ექიმი

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights