პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარისამინისტრო„მუშაობა გაგრძელდება ასევე, ბავშვთა უფლებების უზრუნველსაყოფად საჭირო დაცვის მექანიზმებისა და სოციალური მომსახურებების...

„მუშაობა გაგრძელდება ასევე, ბავშვთა უფლებების უზრუნველსაყოფად საჭირო დაცვის მექანიზმებისა და სოციალური მომსახურებების ხარისხის გაუმჯობესებისთვის“-მიხეილ სარჯველაძე

ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სოციალური პოლიტიკის, თანაბარი შესაძლებლობების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების ანგარიში მოისმინეს. სხდომაზე ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფომ ბოლო წლების განმავლობაში რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, როგორც შრომის უფლებების დაცვის, ისე დასაქმების ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. მინისტრის განმარტებით, ამ მიმართულებებით მასშტაბური რეფორმები გატარდა საკანონმდებლო დონეზეც, ჩამოყალიბდა შესაბამისი პოლიტიკა, მართვის სისტემები და აღსრულების მექანიზმები.

„რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ევროინტეგრაციისკენ. ამ მიმართულებით მუშაობას ქვეყანა დღესაც აგრძელებს, რათა უფრო მეტად დახვეწოს აღნიშნული სისტემები და მეტად დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი განმარტებით, XXX დანართით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ამბიციური ნორმატიული აქტი – რეგლამენტები, რომლებიც არეგულირებს სამუშაო ადგილზე სხვადასხვა სახის მოწყობილობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2025 წლის გეგმებზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დამტკიცდება დასაქმების ხელშეწყობისა და შრომის პოლიტიკის 2025-2029 წლების ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. გაგრძელდება ასოცირების შესახებ შეთანხმების გათვალისწინებული ევროდირექტივების დანერგვისათვის საჭირო საქმიანობა. მუშაობა გაგრძელდება ასევე, ბავშვთა უფლებების უზრუნველსაყოფად საჭირო დაცვის მექანიზმებისა და სოციალური მომსახურებების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. გაგრძელდება დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც დამატებით 6000-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.

„მიმდინარე რეფორმები არ არის უბრალოდ ბიუროკრატიული ვალდებულებების შესრულება. ეს მნიშვნელოვანი პროცესია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ მინისტრს გატარებული რეფორმებისთვის და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „2025 წლის იანვარში, საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად ცნო. ეს გარდამტეხი ნაბიჯი მრავალწლიანი, თანმიმდევრული მუშაობის შედეგია“ - მიხეილ სარჯველაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights