პარასკევი, მაისი 30, 2025
მთავარიინტერვიუ„ვგრძნობ, რომ კლინიკის ნაწილი ვარ“ — ინტერვიუ "ჰერა 2011"-ის პაციენტთა საბჭოს...

„ვგრძნობ, რომ კლინიკის ნაწილი ვარ“ — ინტერვიუ “ჰერა 2011”-ის პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვარლიანთან

პაციენტის ხმა ჯანდაცვის სისტემაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ იდეაზეა აგებული პაციენტთა საბჭოს კონცეფციაც, რომელიც “ჰერა 2011”-მა წარმატებით დანერგა. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარესთან, რომელიც არამხოლოდ კლინიკის ერთგული პაციენტია, არამედ გუნდის მნიშვნელოვანი წევრიც. მისი პაციენტური გამოცდილება, წარსული, დამოკიდებულება და ხედვები ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება პაციენტი გახდეს კლინიკის განვითარების მამოძრავებელი ძალა.

საქართველოში პაციენტთა საბჭოების შექმნის ინიციატივა პროფესორ გიორგი ფხაკაძეს ეკუთვნის. საბჭოები მოქმედებს იმ 9 კლინიკაში, რომლებმაც საერთაშორისო ორგანიზაცია Accreditation Canada-სგან სერტიფიკატი მიიღეს. საბჭოს მიზანია, პაციენტები უშუალოდ ჩართოს კლინიკის გაუმჯობესების პროცესებში, რაც სერვისის ადამიანურობას, ხარისხსა და გამჭვირვალობას მნიშვნელოვნად ზრდის.

ერთ-ერთი პირველი კლინიკა, რომელმაც ეს ინოვაციური მიდგომა დანერგა, იყო „ჰერა 2011“.

„ვგრძნობ, რომ კლინიკის ნაწილი ვარ“ — ინტერვიუ “ჰერა 2011”-ის პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვარლიანთან | sheniekimi.ge | შენი ექიმი
ჰერას პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვარლიანი

დღეს გვინდა, გაგაცნოთ პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარის – ნინო გვარლიანის ისტორია, რომელიც თავადაც მრავალი წლის განმავლობაში იყო „ჰერას“ პაციენტი და ახლა უკვე ამავე კლინიკის პარტნიორია პაციენტთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

– მოგესალმებით! ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ კლინიკა „ჰერა“-ს პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე. უკვე დაახლოებით ერთი წელია, ჩემს გუნდთან ერთად საკმაოდ ნაყოფიერად ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს. კლინიკისთვის „აკრედიტაცია კანადის” სერტიფიკატი იყო ძალიან დიდი ნაბიჯი და, ვფიქრობ, რომ ჩვენც მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ წარმატებაში.

ჩემთვის განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ კლინიკამ საზოგადოებას შეახედა შიდა პროცესებში. ვფიქრობ, ეს უკვე თავისთავად პროფესიონალიზმის მაჩვენებელია. ადვილი არ არის, შენი შიდა სამზარეულო აჩვენო სხვა ადამიანებს და მისცე საშუალება, დააკვირდნენ ისეთ დეტალებს, რომლებიც, შესაძლოა, ზოგჯერ სასიამოვნო სულაც არ იყოს.

მე უკვე დაახლოებით 15 წელია, მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს კლინიკა „ჰერასთან“. ჩემი და ჩემი შვილების სიცოცხლე ამ კლინიკას ვანდე და მათ არნახული პროფესიონალიზმი გამოიჩინეს.

რაც ყველაზე მთავარია და ამ კლინიკას ახასიათებს — ეს არის ძალიან თბილი და მეგობრული დამოკიდებულება პაციენტის მიმართ. აქ არასდროს გაგრძნობინებენ, რომ საავადმყოფოში ხარ. პირიქით – ისეთ გარემოს ქმნიან, თითქოს საკუთარ ოჯახში იმყოფები და ყველა თანამშრომელი გულწრფელად იზიარებს შენს მდგომარეობასა და განცდებს.

  საქართველოს ჰოსპიტლების აკრედიტაცია - ხარისხიანი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი ეტაპი

წლების განმავლობაში კლინიკა ძალიან განვითარდა – იყო მხოლოდ სამშობიარო, დღეს კი უკვე მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა. ჰყავს მაღალკვალიფიციური ექიმები და ის ნიუანსები, რაც ჩვენ, პაციენტთა საბჭომ, აღმოვაჩინეთ, ბევრ რამეს მიექცა ყურადღება და დაიხვეწა.

ძალიან სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ კლინიკაში მოეწყო სათამაშო ოთახი პატარა ბავშვებისთვის – ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ბავშვისთვის ფსიქოლოგიური სტრესია საავადმყოფოში ყოფნა და თეთრ ხალათიან ადამიანებთან შეხება…

ასევე მაქვს რამდენიმე მცირე ნიუანსი, რაც მსურს მომდევნო შეხვედრებზე გავაჟღერო და დარწმუნებული ვარ, მათაც აუცილებლად განიხილავენ. გააქტიურდნენ სოციალურ სივრცეშიც და ჩვენი რჩევების თითქმის 99% გაითვალისწინეს.

– ნინო, თქვენი პირადი – პაციენტური ისტორია რომ მოგვიყვეთ?

– ორივე შვილი კლინიკა „ჰერაში“ გავაჩინე. ორივეჯერ მქონდა რთული ორსულობა. პირველი ორსულობა ძალიან სარისკო იყო და საჭირო გახდა საკეისრო კვეთა. ბატონმა სოსო ღოღობერიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ მეც და ნაყოფიც გადავრჩენილიყავით და, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად დასრულდა.

მეორე ორსულობა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა – 31-ე კვირაზე დამეწყო მშობიარობა და სასწრაფოდ გამიკეთეს საკეისრო კვეთა. ბავშვი დაიბადა უგონო მდგომარეობაში – ფილტვები არ ჰქონდა ჩამოყალიბებული. რეანიმაციაში თვე და 20 დღე გავატარეთ. იმედი ძალიან მცირე იყო, თუმცა კლინიკამ სასწაული მოახდინა.

მინდა გამოვარჩიო ბატონი თამაზ კორძახია – კლინიკის დამფუძნებელი. მაშინ მოხდა ისე, რომ სახელმწიფო ითხოვდა ბავშვის გადაყვანას იაშვილის კლინიკაში, თუმცა ბატონმა თამაზმა კატეგორიული უარი განაცხადა: „მე ამ ბავშვს არ გავუშვებ და თუ სახელმწიფო არ გადაიხდის, კლინიკა აიღებს საკუთარ ხარჯზეო“.

მე მთელი სიცოცხლე მადლიერი ვიქნები – მათ შეუძლებელი შეძლეს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არსება გადამირჩინეს.

– თქვენ ახსენეთ „აკრედიტაცია კანადა“, და სწორედ ამ პროცესში შეუერთდით გუნდს როგორც პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ Accreditation Canada-ს სტანდარტების მთავარი პრინციპია პაციენტის კმაყოფილება, უფლებების დაცვა და სურვილების გათვალისწინება…

  "მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს მედიცინას იმიტომ, რომ ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს!" -გიორგი ფხაკაძე TV "იმედში" ბარიატრიულ ქირურგიაზე საუბრობს

– დიახ, ჩვენც უკვე ისე ვართ ჩართულები ამ პროცესებში, ჩვენი თავი ამ კლინიკის ნაწილად წარმოგვიდგენია. ყოველთვის ვამოწმებ, ვინმეს რამე პრეტენზია ხომ არ აქვს. ძალიან ჩართული ვარ, რადგან მინდა, რომ კლინიკამ ეს აკრედიტაცია ღირსეულად შეინარჩუნოს და კიდევ უფრო განვითარდეს.

რა თქმა უნდა, როგორც პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის!

ახალი წევრი, ინიციატივები და სასაჩუქრე ვაუჩერი – პაციენტთა საბჭოს ნაყოფიერი შეხვედრა კლინიკა „ჰერა 2011“-ში

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights