ჰიპერტენზია – მაღალი წნევა

0
827
იცოდე შენი წნევის შესახებ!
#post_seo_title

ჰიპერტენზია – მაღალი წნევა

სისხლის წნევა რეგისტრირდება ორი ცვლადის საშუალებით – სისტოლური წნევა და დიასტოლური წნევა.

სისტოლური წნევა მთელს ორგანიზმში სისხლის გადასროლისათვის საჭირო ძალას ქმნის, ხოლო დიასტოლური წნევა – სისხლძარღვთა რეზისტენტობის (წინააღმდეგობის) შედეგია.

ორივე სიდიდე გამოისახება ვერცხლისწყლის სვეტის (mm Hg) მილიმეტრებში.

 ზოგადი განსაზღვრება

  • მაღალ არტერიულ წნევად ანუ ჰიპერტენზიად ითვლება 140/90 mm Hg და მეტი
  • დაბალ არტერიულ წნევად ანუ ჰიპოტენზიად ითვლება 90/60 mm Hg და ნაკლები

 მაღალი წნევის რისკები

მაღალი წნევის პირობებში გულსა და სისხლძარღვებს, თავის ტვინს, თირკმელსა და თვალს დაძაბულ რეჟიმში უწევს მუშაობა.

ხანგრძლივად წნევის მაღალი ციფრები სერიოზულ რისკს წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიში გართულებების მხრივ, როგორიცაა:

  • გულის შეტევა
  • ინსულტი
  • გულის უკმარისობა
  • პერიფერიული არტერიების დაავადება
  • აორტის ანევრიზმა
  • თირკმლის ქრონიკული დაავადება
  • სისხლძარღვოვანი დემენცია

მაღალი წნევის შესაძლო მიზეზები

თქვენ გაქვთ ჰიპერტენზიის რისკი, თუ:

  • ხართ 65 წელზე მეტი ასაკის
  • გაქვთ ჭარბი წონა ან სიმსუქნე
  • გაქვთ მემკვიდრეობაში მაღალი წნევა
  • მოიხმართ ჭარბი რაოდენობით მარილს და არ მოიხმართ საკმარისი რაოდენობით ხილსა და ბოსტნეულს
  • არ ხართ ფიზიკურად აქტიური
  • სვამთ ჭარბი რაოდენობით ყავას და ალკოჰოლს
  • ეწევით
  • გაქვთ ძილის პრობლემები

დააქვეითეთ თქვენი წნევა

v  ცხოვრების წესის ცვლილებები შესაძლებელს გახდის თავიდან აიცილოთ ჰიპერტენზიის განვითარება, ხოლო მისი არსებობის შემთხვევაში შეძლოთ სისხლის წნევის ციფრების დაქვეითება

v  ხშირად ჰიპერტენზიის მედიკამენტებით მკურნალობა აუცილებელია

v  უნდა დაიწყოთ და გააგრძელოთ მკურნალობა ექიმთან ერთად

v  ყოველივე ეს შესაძლებელს გახდის იცხოვროთ ჰიპერტენზიის დიაგნოზით, წნევის ნორმალური ციფრებით და გართულებების გარეშე

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ:

http://www.who.int/ncds/prevention/en/

https://www.cdc.gov/

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ფაქტი: ტყვია შხამია, ის ყველასათვის მავნებელია

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ