ალერგია და სმენა
კვლევა ხმაურიანი სამსახურის მქონე ადამიანებს უკავშირდება. 1,3 მილიონი ადამიანის მონაცემი შეისწავლეს და შესწავლის პროცესში განსაკუთრებულ ჯგუფად გამოყვეს ადამიანები, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა მშენებლობას უკავშირდება.
მეცნიერებმა გაითვალისწინეს, მიმართავდნენ თუ არა ეს ადამიანები უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ისეთ კვლევას, როგორიც არის სმენის შეფასების ტესტი და სწორედ ამ ნიშნით შეარჩიეს პირები, რომლებიც მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული და 27 ათასი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფისგან აღმოჩნდა, რომ 23 %-ს ქონდა სმენის დაქვეითება და ზოგიერთ შემთხვევაში სმენის სრული დაკარგვა.
კიდევ უფრო საყურადღებო აღმოჩნდა მშენებლობაზე მომუშავე პირთა შორის ისინი, ვინც გზატკეცილების, ხიდების ან ჩვეულებრივი ქუჩების რეკონსტრუქციაზე მუშაობდნენ, მათღ შორის 28%-ს ჰქონდა სმენასთან დაკავშირებული პრობლემა. როდესაც მედიკოსებმა გაანალიზეს ეს მონაცემები, ისინი მივიდნენ დასკვნამდე:
- აუცილებელია სამუშაო უსაფრთხოების დაცვა იმისათვის, რომ ამ ადამიანების სმენა იყოს დაცული;
- აუცილებელია აღჭურვილობა, რომელიც კეთილსინდისიერად უნდა ატარონ მომუშავე პირებმა;
- სამედიცინო სერვისი და სამედიცინო კონტროლი იმისათვის, რომ ადრეული პრობლემების შემთხვევაში მოხდეს დროული შეფასება და შემდეგ სმენის სრული დაკარგვის პრევენცია…