სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორი: ვულოცავ საქართველოს და მინისტრს - არა მხოლოდ ეფექტური...

ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორი: ვულოცავ საქართველოს და მინისტრს – არა მხოლოდ ეფექტური პოლიტიკის შექმნას, არამედ ამ პოლიტიკის რეალურ ქმედებებად გარდაქმნას

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე, ჯანდაცვის სექტორში, საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. მინისტრმა, ჰანს კლუგეს პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმა გააცნო. აღინიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი სფერო და სექტორი, ადამიანის ჯანმრთელობის რისკების დაზღვევისა და დაავადებების პრევენციისთვის – რეფორმა, მნიშვნელოვნად გაზრდის, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და გააუმჯობესებს სტანდარტებს.

თავის მხრივ, ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. ჰანს კლუგემ ხაზი გაუსვა, როგორც პირველადი ჯანდაცვის დაანონსებულ რეფორმას, ასევე იმ ცვლილებებს რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქვეყანამ უკვე განახორციელა.

„მინდა მივულოცო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, დოქტორ ტედროს ადჰანომ გებრეიესუსისგან მიღებული გლობალური ჯილდო – იმისთვის, რომ ქვეყანა მალარიისგან თავისუფლად გამოცხადდა.

ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და მსჯელობა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე სხვადასხვა მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით, ვულოცავ საქართველოს და მინისტრს – არა მხოლოდ ეფექტური პოლიტიკის შექმნას, არამედ ამ პოლიტიკის რეალურ ქმედებებად გარდაქმნას.

პირველი – პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ხარისხიანი ჯანდაცვა მოქალაქეების საცხოვრებელთან ახლოს იყოს ხელმისაწვდომი.

მეორე – მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც ხორციელდება ძალიან ყურადღებით დაგეგმილი რეფორმებით, როგორიცაა საავადმყოფოების დაფინანსების სისტემა და მოლაპარაკებები ფარმაცევტულ კომპანიებთან.
მესამე – რისკფაქტორებზე მუშაობა. ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ამოცანაა: თამბაქო, ალკოჰოლი, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება, მარილის მოხმარების შემცირება. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესითა და თანამშრომლობით“, – განაცხადა ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.

მხარეებმა ერთობლივი პროექტები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრას, ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძეც ესწრებოდა.

  საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights