სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროიმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის...

იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიების გაზიარება და სხვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჟენევაში, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ქემალ მემიშოღლუს შეხვდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა, ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო, პარტნიორულ ურთიერთობებს და აღნიშნეს, რომ საქართველო და თურქეთი მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობენ ჯანდაცვის მიმართულებით.

მინისტრებმა იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიების გაზიარება და სხვა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში რეგიონული პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და საქართველო დაინტერესებულია თურქეთის გამოცდილების გაზიარებითა და ერთობლივი პროექტების განვითარებით.

ჯანდაცვის მინისტრი, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 78-ე სესიაზე, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორს ჰანს კლუგესაც შეხვდა. მინისტრი ასამბლეაზე სიტყვითაც გამოვა.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ოფიციალურ შეხვედრებში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე იღებს მონაწილეობას.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  აივ-ინფექცია/შიდსის პროგრამის 2023 წლის ბიუჯეტი 16 მლნ ლარია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights