სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიმეტყველების განვითარების (ლაპარაკის დაწყების) დაგვიანება, განსაკუთრებით 1.5–3 წლის ასაკში - რატომ იწყებენ...

მეტყველების განვითარების (ლაპარაკის დაწყების) დაგვიანება, განსაკუთრებით 1.5–3 წლის ასაკში – რატომ იწყებენ ბავშვები ლაპარაკს გვიან

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი სოციალური ქსელში წერს:

„ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, აშკარად აღინიშნება მეტყველების განვითარების (ლაპარაკის დაწყების) დაგვიანების მატება, განსაკუთრებით 1.5–3 წლის ასაკში.

რატომ ხდება ასე? — ძირითადი მიზეზები:

1.  ეკრანების ჭარბი ზემოქმედება (Screen Time)
– ტელეფონი, პლანშეტი, ტელევიზორი — განსაკუთრებით როცა ბავშვი პასიურად უყურებს
– ეკრანი არ ქმნის ცოცხალ კომუნიკაციას, ხოლო მეტყველება — სწორედ სოციალური ინტერაქციით ყალიბდება
– ეკრანზე გამოსახულებები იძლევა ზედმეტ ვიზუალურ სტიმულს, მაგრამ არა დიალოგს
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ეკრანზე 1+ საათის ყურება 2 წლამდე ასაკში ლაპარაკის დაგვიანების რისკს 2.5–ჯერ ზრდის.

2.  ცოცხალი ურთიერთობის ნაკლებობა

– მშობლები ხშირად დაკავებულები არიან და ეკრანი „დამხმარედ“ მიაჩნიათ
– ბავშვი ნაკლებად ესწრება დიალოგებს, ნაკლებად ესმის და იმეორებს

3. სმენის დარღვევები ან ხშირი ოტიტები

– ზოგიერთი ბავშვი ვერ ლაპარაკობს არა იმიტომ, რომ არ უნდა — არამედ არ ესმის კარგად
– სითხე შუა ყურში (სერიოზული ოტიტი) ხშირად ხდება შეუმჩნეველი.

4. ნეიროგანვითარებითი დარღვევები
– აუტისტური სპექტრი
– განვითარების ზოგადი შეფერხება (GDD) – ქცევითი ან ყურადღების პრობლემები
არ არის სავალდებულო იყოს უკვე გარკვეული დიაგნოზი, მაგრამ ყოველი 5 ბავშვიდან 1 საჭიროებს შეფასებას.

5. ორმაგი ენობრივი გარემო (ბილინგვიზმი)

– როცა მშობლები ან ბაღი ორ ენას იყენებს, ბავშვებს შეიძლება დრო დასჭირდეთ ორივეს ასათვისებლად
ეს ფიზიოლოგიურია და ხშირ შემთხვევაში დროებითია — თუმცა დაკვირვება მაინც საჭიროა
სტატისტიკა:
– მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბავშვთა 7–10% ლაპარაკს იწყებს დაგვიანებით
– თუმცა პანდემიის შემდეგ ეს მაჩვენებელი 15–20%-მდეც გაიზარდა, ძირითადად ეკრანისა და სოციალური იზოლაციის გამო
რას ვთავაზობთ მშობლებს?
– 0–2 წლამდე — ეკრანი სრულად აკრძალეთ
– ითამაშეთ, იმღერეთ, იმეორეთ სიტყვები — მეტყველება თამაშით ვითარდება
– გამოიყენეთ ე.წ. “მეტყველების მოდელირება”
– ბავშვმა თქვას: “ბუ”, შენ თქვი: “კიი, ბუ ბუ ბუ მიფრინავს!”
– რეგულარულად დააკვირდით რეაგირებს თუ არა ხმაზე, საჭიროების შემთხვევაში — კონსულტაცია პედიატრთან და მეტყველების თერაპევტთან!!!
ჩემი რჩევა:

  რა შემთხვევაში ემართებათ ინსულტი - ნევროლოგი ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორებს ასახელებს

ლაპარაკი არ იწყება სიტყვების თქმით, ის იწყება თვალის თვალთან კონტაქტით, სიცილით, მიბაძვით, და… მოლოდინით, რომ მას მოუსმენენ.

საუბარი სიყვარულის და ყურადღების გაგრძელებაა. მოდი, გავუზიაროთ ბავშვებს ჩვენი ხმა  ხშირად ვესაუბროთ, არ დაგვეზაროს მათთან ურთიერთობა, მოწყდით სოციალურ ქსელებს თავისუფალ დროს და ესაუბრეთ ბავშვებს, ეფერეთ და ეალერსეთ, ასეირნეთ და ამყოფეთ კომუნიკაციაში თანატოლებთან!!! ჯანმრთელობა ყველას და მალე ატიკტიკებული ბავშვები“, – წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights