შაბათი, მაისი 10, 2025
მთავარიშენი ექიმიგსმენიათ ტერმინი “გლუტენის აუტანლობა”? — გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს

გსმენიათ ტერმინი “გლუტენის აუტანლობა”? — გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს

გლუტენის აუტანლობა — მხოლოდ კვებას ეხება? არა! კოსმეტიკაშიც გვხვდება!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
გსმენიათ ტერმინი “გლუტენის აუტანლობა”?
ძირითადად მას საკვებთან ვაკავშირებთ — პური, მაკარონი, ცომეული…
მაგრამ იცით თუ არა, რომ გლუტენი გვხვდება სანელებლებში, მზა სოუსებში, იოგურტშიც კი… და ჰო, კოსმეტიკაში?
ჯერ გავიგოთ — რა არის გლუტენი?
  • გლუტენი არის მცენარეული ცილა, რომელიც შედგება ორი კომპონენტისგან — გლუტენინისა და გლიადინისგან.
  • იგი გვხვდება მარცვლეულში: ხორბალი, ქერი, ჭვავი, და ყველა იმ პროდუქტში, რაც ამ მარცვლეულებისგან მზადდება.
გლუტენის აუტანლობის ნიშნები:
  • მუცლის ტკივილი, შებერილობა
  • იარეა ან ყაბზობა
  • ქრონიკული დაღლილობა
  • თავის ტკივილი
  • სახსრების ან კუნთების ტკივილი
  • კონცენტრაციის დაქვეითება, ე.წ. “გონებრივი ბურუსი”
თუ ამ სიმპტომებს რეგულარულად განიცდით — შესაძლოა თქვენს ორგანიზმს გლუტენი არ უყვარს!
გლუტენი კოსმეტიკაში? დიახ!
ის გამოიყენება როგორც:
  • დამატენიანებელი ინგრედიენტი
  • კანის დამამშვიდებელი და გამამკვრივებელი კომპონენტი
  • ემულგატორი ტექსტურისთვის
სიფრთხილე გმართებთ!
თუ ეტიკეტზე ხედავთ შემდეგ ტერმინებს, იცოდეთ — პროდუქტში გლუტენია:
• Triticum vulgare (Wheat Germ Oil)
• Hordeum vulgare (Barley)
• Secale cereale (Rye)
• Hydrolyzed wheat protein
• Wheat amino acids
რა ვქნათ?
თუ გლუტენის აუტანლობა გაწუხებთ, ეცადეთ აირჩიოთ არა მხოლოდ გლუტენ-თავისუფალი საკვები, არამედ gluten-free კოსმეტიკაც!
ჩვენს გვერდზე უკვე დაგხვდებათ უსაფრთხო არჩევანი — მოდით და გადახედეთ!
გსმენიათ ეს ინფორმაცია მანამდე? გაქვთ მსგავსი გამოცდილება?
დაგვიწერეთ კომენტარებში და გაუზიარეთ მათაც, ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს.
პროფესორის ბიოგრაფია:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე არის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში — როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  უახლესი კვლევა - ბავშვების მხედველობის პრობლემა, მსოფლიოში, სამიდან ერთ ბავშვს ახლომხედველობა აქვს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights