სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიმუსიკა – ოპერაციის შემდეგ სწრაფი გამოჯანმრთელების საიდუმლო!

მუსიკა – ოპერაციის შემდეგ სწრაფი გამოჯანმრთელების საიდუმლო!

მუსიკა – ოპერაციის შემდეგ სწრაფი გამოჯანმრთელების საიდუმლო!

პროფესორი  გიორგი ფხაკაძე, 
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
იცით, რომ ოპერაციის შემდეგ მუსიკის მოსმენა აღდგენას აჩქარებს?
ახალი კვლევის მიხედვით (Journal of the American College of Surgeons):
• ტკივილი მცირდება 19%-ით,
• მორფინის გამოყენება თითქმის ორჯერ ნაკლებია,
• შფოთვა და სტრესი საგრძნობლად იკლებს.
საკმარისია, რომ პაციენტმა მოუსმინოს საყვარელ მუსიკას!
ეს ამცირებს ტკივილს, აუმჯობესებს გულისცემას და ეხმარება სხეულს სწრაფად აღდგენაში.
საქართველოშიც აუცილებელია, რომ პაციენტთა მოვლაში მეტად დაინერგოს მუსიკის თერაპია, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო და ხარისხიან გამოჯანმრთელებას.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
“მუსიკა – ბუნებრივი წამალია სხეულისა და სულისთვის. მას შეუძლია რეალურად შეცვალოს პაციენტის გამოჯანმრთელების გზა.”
მეტი ინფორმაცია ჯანსაღ ცხოვრებაზე: sheniekimi.ge
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  როგორ ამოვიცნოთ დარღვევა და რატომ არის დროული მკურნალობა კრიტიკული
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights