ყბაყურა – გადაცემის გზები, სიმპტომები, გართულებები, მკურნალობა

0
1048
ყბაყურა - გადაცემის გზები, სიმპტომები, გართულებები,  მკურნალობა
#post_seo_title

ყბაყურა

გამომწევი

ვირუსით (Memps Virus) გამოწვეული კონტაგიოზური დაავადებაა.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზია რნმ-ვირუსი, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით და აზიანებს სანერწყვე ჯირკვლებსა და ნერვულ უჯრედებს.

გადაცემის გზები

ვრცელდება  წვეთოვანი გზით, დაინფიცირებული პირისაგან ცემინების, ხველების, საუბრის  დროს და ასევე მის საყოფაცხოვრებო საგნებთან შეხებით. გადამდებია სანერწყვე  ჯირკვლების შეშუპებამდე ხუთი დღის და შეშუპების შემდეგ კიდევ ხუთი დღის განმავლობაში

სიმპტომები

ცხელება, თავის და კუნთების ტკივილი, დაღლილობა, უმადობა,  ყურის ქვემოთ სანერწყვე  ჯირკვლების  ორმხრივი შეშუპება  (პაროტიტი). სიმპტომები ჩვეულებრივ  ჩნდება  დაინფიცირებიდან მე-16-18 დღეს,  თუმცა ეს პერიოდი შესაძლებელია მერყეობდეს  12-25 დღემდე.

გართულებები

ორქიტი ზრდასრულ მამაკაცებში, რაც შესაძლებელია უშვილობის მიზეზი გახდეს, ენცეფალიტი, მენინგიტი, სიყრუე, საკვერცხეების და/ან სარძევე ჯირკვლების ანთება ზრდასრულ ქალებში.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პედიატრი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         ყურქვეშა სანერწყვე ჯირკვლის სეკრეტის ანალიზი;
·         ყელის ნაცხის ანალიზი;
·         იმუნო-ფერმენტული ანალიზი;
·         კანშიდა სინჯი ალერგენით.

მკურნალობა
·         სიცხის დამწევი პრეპარატები;
·         წოლითი რეჟიმი;
·         თბილი კომპრესები;
·         ფიზიოთერაპიული პროცედურები;
·         სადეზინტოკსიკაციო პრეპარატები.

პროფილაქტიკა
·         ვაქცინაციის ჩატარება;
·         იმუნური სისტემის გამყარება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ადრეული ქორწინება

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ