სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიკვლევა - ყვავებმა გეომეტრიული ფიგურების გარჩევა შეძლეს

კვლევა – ყვავებმა გეომეტრიული ფიგურების გარჩევა შეძლეს

გერმანელმა სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს, რომელმაც დაადასტურა, რომ ყვავებს გეომეტრიული ფიგურების გარჩევა შეუძლიათ. კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

სწორი პასუხის შემთხვევაში მკვლევრები მათ გემრიელი საკვებით უმასპინძლდებოდნენ. შეცდომის შემთხვევაში კი ვიზუალური და ხმოვანი სიგნალი ირთვებოდა. კვლევის პროცესში სპეციალისტები ამოცანებს ართულებდნენ, თუმცა ყვავებმა დროთა განმავლობაში ფიგურების ამოცნობა შეძლეს.

ნეირობიოლოგის მატიას საბლე-მეიერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მაიმუნებსა და ადამიანებს შორის მეტი გენეტიკური მსგავსებაა, მათ ყვავებისგან განსხვავებით ამ ამოცანას თავი ვერ გაართვეს. მეცნიერებმა ისიც აღნიშნეს, რომ ყვავებზე მუშაობას მათ უფრო ნაკლები დრო დაუთმეს, ვიდრე მაიმუნებზე.

კვლევის შედეგები იმაზე მიუთითებენ, რომ საბაზისო გეომეტრიული თვისებების ინტუიციური აღქმა მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისება არაა. მეცნიერების აზრით, ეს ბიოლოგიური თვალსაზრისით სავსებით გასაგებია, რადგან ასეთი თვისება გადარჩენისათვის და გამრავლებისთვისაა საჭირო.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა გავლენა აქვს „შიმშილის დიეტებს“ ტვინსა და ნაწლავებზე? – ახალი კვლევის შედეგები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights