სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიახალი მასშტაბური კვლევის სენსაციური შედეგები - 𝑩𝑹𝑬𝑨𝑲𝑰𝑵𝑮: კორონავირუსის ვაქცინაცია არ ზრდის, არამედ...

ახალი მასშტაბური კვლევის სენსაციური შედეგები – 𝑩𝑹𝑬𝑨𝑲𝑰𝑵𝑮: კორონავირუსის ვაქცინაცია არ ზრდის, არამედ ამცირებს ინფარქტებისა და ინსულტების რისკს

𝑩𝑹𝑬𝑨𝑲𝑰𝑵𝑮: კორონავირუსის ვაქცინაცია არ ზრდის, არამედ ამცირებს ინფარქტებისა და ინსულტების რისკს — ახალი მასშტაბური კვლევის სენსაციური შედეგები!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
იმ ფონზე, როცა სოციალურ ქსელებში ვრცელდება უამრავი არაზუსტი და საშიში დეზინფორმაცია, მეცნიერული კვლევები გვეუბნებიან სრულიად საპირისპიროს.
რა აჩვენა უახლესმა კვლევამ?
Nature Communications-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც დაფუძნებულია 45.7 მილიონი ზრდასრული ადამიანის ანონიმურ სამედიცინო მონაცემებზე (ინგლისში), რომლებიც შეგროვდა 2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის იანვრამდე.
შედეგები აჩვენებს, რომ COVID-19-ის ვაქცინის მიღების შემდეგ ინფარქტისა და ინსულტის რისკი შემცირდა!
ძირითადი მიგნებები:
• 10%-ით შემცირდა არტერიული თრომბოზების (ინფარქტი, ინსულტი) შემთხვევები პირველ დოზის შემდეგ
• 20%-იანი შემცირება Pfizer/BioNTech-ის მეორე დოზის შემდეგ
• 27%-იანი შემცირება AstraZeneca-ს ბუსტერის შემდეგ
მნიშვნელოვანია:
მიუხედავად იმისა, რომ აღინიშნება იშვიათი გვერდითი მოვლენები (მიოკარდიტი, თრომბოემბოლიები), ისინი იყო უკიდურესად იშვიათი და უმეტესად აღინიშნებოდა მხოლოდ პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.
რატომ მუშაობს ვაქცინა ამ მიმართულებითაც?
COVID-19 ინფექცია ძალადეულად აღიზიანებს იმუნურ სისტემას და ასტიმულირებს სისხლის შედედების მექანიზმებს, რაც იწვევს თრომბების წარმოქმნას, ინსულტს, ინფარქტს.
ვაქცინა კი ორგანიზმს უსაფრთხოდ ამზადებს ინფექციისთვის — შესაბამისად, ამცირებს მძიმე გართულებების რისკებს, მათ შორის გულის შეტევისა და ინსულტის შანსს.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„მეცნიერული ფაქტები დგას ერთ მხარეს — დეზინფორმაცია კი მეორე მხარეს.
ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს:
ვაქცინაცია არ კლავს — ის იცავს.
COVID-19-ით ინფიცირება ზრდის გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკს, ხოლო ვაქცინა ამ რისკს ამცირებს.
ჩვენ არ გვჭირდება ინტერნეტის „ექიმები“ — გვჭირდება მეცნიერება და სანდო მონაცემები.
საქართველოში ვაქცინაციის მომავალი ჯერ კიდევ ჩვენზეა დამოკიდებული. ნუ დავუშვებთ მეორე შეცდომას.“
წყარო:
• Ip S, Hippisley-Cox J, et al. Arterial and venous events after COVID-19 vaccination and infection in 45.7 million adults in England: a population-based cohort study.
Nature Communications, 15 April 2024.
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – სამეცნიერო ინფორმაცია ყველასთვის: www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს წევრი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება გლობალურ ჯანდაცვაში.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დეჰიდრატაციამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights