ფაქტები სისხლის გადასხმის შესახებ – ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება შესაძლებელია სისხლის გადასხმით

0
426
ფაქტები სისხლის გადასხმის შესახებ
#post_seo_title

ფაქტები სისხლის გადასხმის შესახებ

ფაქტი 1

ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება შესაძლებელია სისხლის გადასხმით.

ყველა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს სისხლის საკმარისი რაოდენობა, რომელიც შემოწმებული იქნება აივ, ჰეპატიტის ვირუსსა და სხვა ინფექციებზე, რომელიც შეიძლება პაციენტს არაუსაფრთხო ტრანსფუზიით გადაეცეს.

ფაქტი 2

სისხლის გადასხმა გამოიყენება მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის დროს. მაღალი შემოსავლების ქვეყანებში სისხლის გადასხმას ძირითადად მიმართავენ თანამედროვე მეთოდებით მიმდინარე მკურნალობისა და რთული ოპერაციების დროს, როგორიცაა მაგალითად: გულის ღია  და ტრამვატოლიგიური ოპერაციები. დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ტრანსფუზია ხშირად გამოიყენება მშობიარობასთან, მალარიასა და ანემიასთან დაკავშირებული გართულებების დროს.

ფაქტი 3

სისხლის საჭირო მარაგის უზრუნველყოფა მხოლოდ ნებაყოფლობითი, უანგარო და რეგულარული დონაციით არის შესაძლებელი. დონორებს შორის ტრანსფუზიის გზით გადამცემი ინფექციების პრევალენტობა ყველაზე დაბალია. ეს მაჩვენებელი მაღალია იმ დონორებს შორის, რომლებიც სისხლს ნათესავებისათვის ან ფულადი და სხვა სახის ანაზღაურებისათვის აბარებენ.

ფაქტი 4

62 ქვეყანაში ნებაყოფლობითი და უანგარო დონორები 100%-ით უზრუნველყოფენ სისხლის სარეზერვო მარაგს, ხოლო  40 ქვეყანაში -25%-ით.

ფაქტი 5

მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 92 მილიონი დონაცია ხორციელდება. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში სისხლის დონაციის საშუალო მაჩვენებელი 13-ჯერ აღემატება დაბალი შემოსავლების ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს.

ფაქტი 6

სისხლის შეგროვების მაჩვენებელი  სხვადასხვა ქვეყანაში ვარირებს შემოსავლების შესაბამისად. 159 ქვეყნის 8,000 სისხლის ცენტრი ახორციელებს სისხლის დონაციას. მაღალი შემოსავლების ქვეყანაში ყოველწლიურად – 30,000, ხოლო დაბალი შემოსავლების ქვეყანაში- 3,700 სისხლის ჩაბარების შემთხვევა ფიქსირდება.

 ფაქტი 7

ადამიანები მაღალი შემოსავლების ქვეყნიდან უფრო ხშირად აბარებენ სისხლს ვიდრე ადამიანები დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებიდან. სისხლის უამგარო დონაციის საშუალო მაჩვენებული მაღალი შემოსავლების ქვეყნებში 1,000 ადამიანზე შეადგენს 36,4 დონაციას, საშუალო შემოსავლების ქვეყანაში -11,6 დონაციას, ხოლო დაბალი შემოსავლების ქვეყანაში- 2,8 დონაციას.

ფაქტი 8

დონორის სისხლი გადასხმამდე აუცილებლად უნდა შემოწმდეს შიდსზე, B და C ჰეპატიტსა და სიფილისზე. 39 ქვეყანაში ჯერ კიდევ არ ხდება ყველა დონორის სისხლის ტესტირება ერთ ან მეტ ინფექციაზე. ბევრ ქვეყანაში ჩატარებული ტესტირება სანდო არ არის პერსონალის ნაკლებობის, ტესტირებისათვის საჭირო კომპლექტების დაბალი ხარისხისა და საბაზისო ლაბორატორიული სამსახურების არარსებობის გამო.

  სეზონური გრიპი - გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა

ფაქტი 9

სისხლის ერთი ერთეული, სხვადასხვა კომპონენტებად დაყოფის შედეგად შეიძლება რამდენიმე პაციენტისათვის იქნას გამოყენებული. სისხლის დაახლოებით 91%-ს საშუალებით ხდება სისხლის კომპონენტებად დაყოფა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ