სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმითბილისში, სასწრაფოს ექიმებმა მოზარდს გული აუმუშავეს

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა მოზარდს გული აუმუშავეს

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა მოზარდს გული აუმუშავეს, – ინფორმაცია სოციალურ ქსელში, Facebook-გვერდზე “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ვრცელდება.

“თბილისის მე-12 რაიონული სამსახურის 1222 ბრიგადამ გამოძახება მიიღო.

ლოზუნგი – უგონო.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე დატვირთული ანამნეზის მქონე მოზარდი უგონო მდგომარეობაში დახვდა. აღმოჩნდა, რომ ოჯახის ერთ-ერთ წევრი შეძლებისდაგვარად ცდილობდა პირველადი დახმარების აღმოჩენას, მაგრამ უშედეგოდ.

პაციენტს არ ჰქონდა სუნთქვა და გულისცემა.
ექიმმა შორენა ბერიამ მყისიერად დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება, ოროტრაქეალური ინტუბაცია, ამბუს პარკით ვენტილაცია და ჟანგბადის მიწოდება, ადრენალინის შესაბამისი დოზებით შეყვანა.

პაციენტის რთული ანამნეზიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო მისი ზურგზე სწორად დაწვენა და CPR აპარატის გამოყენება. შეუჩერებლად გრძელდებოდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, პარალელურ რეჟიმში, რეანიმაციული ღონისძიებების ხანგრძლივად სრულყოფილად ჩასატარებლად, გამოძახებული იქნა მეორე ბრიგადა.

ადგილზე მყოფი ორი ბრიგადის პერსონალი მონაცვლეობით ახორციელებდა საჭირო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. რეანიმაციული ღონისძიებების მე-40 წუთს აღდგა სინუსური რიტმი. ისინჯებოდა პულსაცია.

1222 და 1722 ბრიგადების დამსახურებით პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი, სადაც მკურნალობას განაგრძობს.

#გვეამაყება

ექიმი შორენა ბერია

უმცროსი ექიმი თამრო ლაშხია

მძღოლი ილია ბაჩიაშვილი
#გვეამაყება

ექიმი ვიქტორ ჭანკოტაძე

უმცროსი ექიმი მამუკა ბაჟუნაიშვილი

მძღოლი ანდრო ჯაგოდნიშვილი”, – ვკითხულობთ Fcaebook-პოსტში.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „Amevit Kids“ – Amvilab რატომ ვერ ვურჩევთ ამ ვიტამინს თქვენს შვილს?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights