შაბათი, მაისი 10, 2025
მთავარიშენი ექიმი"ციმბირის წყლულმა" 50 ჰიპოპოტამი მოკლა

“ციმბირის წყლულმა” 50 ჰიპოპოტამი მოკლა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ვირუნგას ეროვნულ პარკში, “ციმბირის წყლულის” ეპიდემიის შედეგად, სულ მცირე 50 ჰიპოპოტამი მოკვდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პარკის ხელმძღვანელის განცხადებით, მკვდარი ცხოველები მდინარეში აღმოაჩინეს, რომელიც აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტბაში ჩაედინება.  ცხოველების ვირუსით მოწამვლა ტესტებმა დაადასტურა. ვირუსის შედეგად კამეჩებიც დაიხოცნენ. ვირუსის გავრცელების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

პარკის მიერ გავრცელებულ სურათებში ჩანს, რომ ჰიპოპოტამები უმოძრაოდ არიან მდინარის ტალახიან ნაპირებზე დაჭერილ ფოთლებს შორის.

ჰიპოპოტამების სიკვდილი დიდ დანაკარგს წარმოადგენს პარკისთვის, რომელმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მათი პოპულაციის გაზრდაზე დიდი რესურსი დახარჯა.

”ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ შევზღუდოთ (დაავადების) გავრცელება” – განუცხადა როიტერს ნიაკაკომის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერმა თომას კამბალემ.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  FDA-მ დაამტკიცა ინოვაციური Traumagel გელი სისხლდენის შეჩერებისთვის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights