ორშაბათი, აპრილი 7, 2025
მთავარიUncategorizedრა არის აფლატოქსინ M1 და რა საფრთხეს ქმნის რძეში აღმოჩენილი ნივთიერება -...

რა არის აფლატოქსინ M1 და რა საფრთხეს ქმნის რძეში აღმოჩენილი ნივთიერება – ექსპერტთა განმარტებები

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ რძის ნიმუშებში ჭარბი რაოდენობით ტოქსიკური ნივთიერება, სახელწოდებით აფლატოქსინ M1-ი აღმოაჩინეს.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საზოგადოებაში არაერთი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ამ ამბავს გამოეხმაურნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც.

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩვენს მაყურებელს დეტალური და გადამოწმებული ინფორმაცია მივაწოდოთ იმის შესახებ, თუ რა არის აფლატოქსინ M1-ი. სამედიცინო და კვლევითი მონაცემთა ბაზის, „საიენს დაირექთის“ (Science Direct) ინფორმაციით, აფლატოქსინი ერთ-ერთი ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელსაც ასპერგილუსის სახეობის ობის სოკოები გამოყოფენ.

აფლატოქსინი, შესაძლოა, შეგვხვდეს თხილში (განსაკუთრებით არაქისში, ნუშსა და ფისტაში), სიმინდში, ხორბალში, ბრინჯსა და სანელებლებში. აფლატოქსინები დროთა განმავლობაში, შესაძლოა, არასწორად შენახულ ჩაისა და სხვა ბალახეულშიც გაჩნდეს. ზოგადად, აფლატოქსინის ოთხი სახეობა არსებობს – B1, B2, G1 და G2. თუმცა, როდესაც ცხოველი აფლატოქსინით დაბინძურებულ საკვებს იღებს (მაგალითად ობიან მარცვლეულს) – მეტაბოლიზმის ანუ საკვების გადამუშავების შემდეგ, რძეში აფლატოქსინის კიდევ ერთი სახეობის M1-ის წარმოშობა ხდება.

კიბოს კვლევის საერთაშორისო ცენტრმა აფლატოქსინ B1-ი და M1-ი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო კარცენოგენად ანუ სიმსივნის გამომწვევ ნივთიერებად დაასახელა. ევროკავშირის სურსათის უვნებლობის ორგანოს განცხადებით, საკვებში აფლატოქსინის გაჩენას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა – ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა, საკვების შენახვის პირობების დარღვევა, პროდუქტის დაზიანება, მოსავლის აღებისა და დამუშავების პროცესების არასწორად წარმართვა, დაბინძურებული ტექნიკისა და შესანახი კონტეინერების გამოყენება, ბიოლოგიური ფაქტორები. ევროკავშირის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, 1 ლიტრ რძეში აფლატოქსინ M1-ის შემცველობა 0.05 მიკროგრამს არ უნდა აღემატებოდეს. 1 მიკროგრამი უდრის ნოლ მთელ 1 მილიონ გრამს (0.000001). ჩვილებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილ 1 ლიტრ რძეში კი აფლატოქსინ M1-ის შემცველობა 0.025 მიკროგრამი უნდა იყოს.

ყველა სახელმწიფო ვალდებულია აკონტროლოს პროდუქცია და დასაშვებ ნორმაზე მეტის აღმოჩენის შემთხვევაში ის გაყიდვიდან დაუყოვნებლივ ამოიღოს. რატომ არის აფლატოქსინ M1-ი ჯანმრთელობისთვის საზიანო – როგორც უკვე აღვნიშნეთ, კიბოს საერთაშორისო ცენტრმა აფლატოქსინ M1-ი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო კარცენოგენად ანუ სიმსივნის გამომწვევ ნივთიერებად აღიარა. აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის განცხადებით, აფლატოქსინ M1-ის ჭარბი რაოდენობით მიღებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ღვიძლისა და სხვა ორგანოების სიმსივნე. აფლატოქსინ M1-ი ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის შემდეგადაც ორგანიზმი ინფექციების მიმართ მოწყვლადი ხდება. ის განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვების, ხანდაზმულებისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის. ორსულების ორგანიზმში აფლატოქსინ M1-ის დიდი რაოდენობით მოხვედრამ, შესაძლოა, ნაყოფის ზრდა-განვითარების პროცესი საგრძნობლად შეაფერხოს.

  რას გვიყვება უძველესი მცენარის მტვრის მარცვალი?

ასევე, აფლატოქსინ M1-ი, შესაძლოა, მოხვდეს დედის რძეშიც და ბავშვის ჯანმრთელობა სერიოზული რისკის ქვეშ დააყენოს. ორგანიზმში აფლატოქსინ M1- ის დიდი რაოდენობით მოხვედრის შედეგად, ვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა, გულისრევა, კანისა და ლორწოვანი გარსების ყვითლად შეფერვა, ქავილი, მუცლის ტკივილი, შეშუპება, სისხლდენა, გარე გამღიზიანებლებზე რეაქციის უქონლობა და ა.შ. ასეთ დროს პაციენტის მკურნალობა სიმპტომების შესაბამისად ხდება. საერთაშორისო სამედიცინო ბიბლიოთეკის მიერ , სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების მიხედვით, თერმული დამუშავების შედეგად, რძეში აფლატოქსინ M1-ის სრულად (!!) გაუვნელობა არ ხდება. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, რძის ადუღება მასში აფლატოქსინ M1-ს შემცველობას სრულად ვერ ანეიტრალებს.

FDA-ის განცხადებით, ეს იმიტომ ხდება, რომ აფლატოქსინ M1-ი საკმაოდ მდგრადი ნივთიერებაა. სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლების თქმით, მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის დროს, აფლატოქსინის მწარმოებელი სოკოები სწრაფად მრავლდებიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია – მკაცრად იყოს გაკონტროლებული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის როგორც დარგვის, ასევე მოვლის, აღებისა და შენახვის პროცესი. რაც შეეხება საოჯახო პირობებს – საერთაშორისო ექსპერტები გირჩევენ მარცვლეული, თხილი, სიმინდი და მსგავსი პროდუქტები მშრალ და გრილ ადგილებში შეინახოთ და პერიოდულად აკონტროლოთ ისინი. ხოლო, ობის ან უჩვეულო სუნის გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაყაროთ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
სად გავა მე-3 ხაზი – თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს

სად გავა მე-3 ხაზი – თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს

7 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights