ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიშენი ექიმიგვავნებს თუ არა რძე, რომელიც ქათმის სკინტლით ნაკვებმა ძროხამ მოიწველა

გვავნებს თუ არა რძე, რომელიც ქათმის სკინტლით ნაკვებმა ძროხამ მოიწველა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3 აპრილს განცხადება გაავრცელა. მისი მიხედვით, სოფლის ნობათის რძის ხუთ ნიმუშში აფლატოქსინი M1 (AFM1) დასაშვებზე მაღალი დოზით დაფიქსირდა. გამოკვლეული პროდუქტებიდან (იხილეთ ჩამონათვალი) ერთი-ერთი საბავშვო რძე იყო.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საზოგადოებაში არაერთი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ამ ამბავს გამოეხმაურნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც.

სამედიცინო და კვლევითი მონაცემთა ბაზის, „საიენს დაირექთის“ (Science Direct) ინფორმაციით, აფლატოქსინი ერთ-ერთი ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელსაც ასპერგილუსის სახეობის ობის სოკოები გამოყოფენ.

აფლატოქსინი, შესაძლოა, შეგვხვდეს თხილში (განსაკუთრებით არაქისში, ნუშსა და ფისტაში), სიმინდში, ხორბალში, ბრინჯსა და სანელებლებში. აფლატოქსინები დროთა განმავლობაში, შესაძლოა, არასწორად შენახულ ჩაისა და სხვა ბალახეულშიც გაჩნდეს. ზოგადად, აფლატოქსინის ოთხი სახეობა არსებობს – B1, B2, G1 და G2. თუმცა, როდესაც ცხოველი აფლატოქსინით დაბინძურებულ საკვებს იღებს (მაგალითად ობიან მარცვლეულს) – მეტაბოლიზმის ანუ საკვების გადამუშავების შემდეგ, რძეში აფლატოქსინის კიდევ ერთი სახეობის M1-ის წარმოშობა ხდება.

კიბოს კვლევის საერთაშორისო ცენტრმა აფლატოქსინ B1-ი და M1-ი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო კარცენოგენად ანუ სიმსივნის გამომწვევ ნივთიერებად დაასახელა. ევროკავშირის სურსათის უვნებლობის ორგანოს განცხადებით, საკვებში აფლატოქსინის გაჩენას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა – ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა, საკვების შენახვის პირობების დარღვევა, პროდუქტის დაზიანება, მოსავლის აღებისა და დამუშავების პროცესების არასწორად წარმართვა, დაბინძურებული ტექნიკისა და შესანახი კონტეინერების გამოყენება, ბიოლოგიური ფაქტორები. ევროკავშირის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, 1 ლიტრ რძეში აფლატოქსინ M1-ის შემცველობა 0.05 მიკროგრამს არ უნდა აღემატებოდეს. 1 მიკროგრამი უდრის ნოლ მთელ 1 მილიონ გრამს (0.000001). ჩვილებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილ 1 ლიტრ რძეში კი აფლატოქსინ M1-ის შემცველობა 0.025 მიკროგრამი უნდა იყოს.

ყველა სახელმწიფო ვალდებულია აკონტროლოს პროდუქცია და დასაშვებ ნორმაზე მეტის აღმოჩენის შემთხვევაში ის გაყიდვიდან დაუყოვნებლივ ამოიღოს. რატომ არის აფლატოქსინ M1-ი ჯანმრთელობისთვის საზიანო – როგორც უკვე აღვნიშნეთ, კიბოს საერთაშორისო ცენტრმა აფლატოქსინ M1-ი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო კარცენოგენად ანუ სიმსივნის გამომწვევ ნივთიერებად აღიარა. აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის განცხადებით, აფლატოქსინ M1-ის ჭარბი რაოდენობით მიღებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ღვიძლისა და სხვა ორგანოების სიმსივნე. აფლატოქსინ M1-ი ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის შემდეგადაც ორგანიზმი ინფექციების მიმართ მოწყვლადი ხდება. ის განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვების, ხანდაზმულებისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის. ორსულების ორგანიზმში აფლატოქსინ M1-ის დიდი რაოდენობით მოხვედრამ, შესაძლოა, ნაყოფის ზრდა-განვითარების პროცესი საგრძნობლად შეაფერხოს.

  JN.1 ვარიანტის გავრცელება იზრდება - რა არის ახალი JN.1 ვარიანტი?

ასევე, აფლატოქსინ M1-ი, შესაძლოა, მოხვდეს დედის რძეშიც და ბავშვის ჯანმრთელობა სერიოზული რისკის ქვეშ დააყენოს. ორგანიზმში აფლატოქსინ M1- ის დიდი რაოდენობით მოხვედრის შედეგად, ვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა, გულისრევა, კანისა და ლორწოვანი გარსების ყვითლად შეფერვა, ქავილი, მუცლის ტკივილი, შეშუპება, სისხლდენა, გარე გამღიზიანებლებზე რეაქციის უქონლობა და ა.შ. ასეთ დროს პაციენტის მკურნალობა სიმპტომების შესაბამისად ხდება. საერთაშორისო სამედიცინო ბიბლიოთეკის მიერ , სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების მიხედვით, თერმული დამუშავების შედეგად, რძეში აფლატოქსინ M1-ის სრულად (!!) გაუვნელობა არ ხდება. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, რძის ადუღება მასში აფლატოქსინ M1-ს შემცველობას სრულად ვერ ანეიტრალებს.

ეს იმიტომ ხდება, რომ აფლატოქსინ M1-ი საკმაოდ მდგრადი ნივთიერებაა.

სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლების თქმით, მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის დროს, აფლატოქსინის მწარმოებელი სოკოები სწრაფად მრავლდებიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია – მკაცრად იყოს გაკონტროლებული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის როგორც დარგვის, ასევე მოვლის, აღებისა და შენახვის პროცესი. რაც შეეხება საოჯახო პირობებს – საერთაშორისო ექსპერტები გირჩევენ მარცვლეული, თხილი, სიმინდი და მსგავსი პროდუქტები მშრალ და გრილ ადგილებში შეინახოთ და პერიოდულად აკონტროლოთ ისინი. ხოლო, ობის ან უჩვეულო სუნის გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაყაროთ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ძილის დაავადება“, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში, ნახევარი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights