სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიკანაბისი (მარიხუანა) იწვევს სერიოზულ ცვლილებებს თქვენს DNA-ში – ახალი კვლევის შედეგები

კანაბისი (მარიხუანა) იწვევს სერიოზულ ცვლილებებს თქვენს DNA-ში – ახალი კვლევის შედეგები

კანაბისი (მარიხუანა) იწვევს სერიოზულ ცვლილებებს თქვენს DNA-ში – ახალი კვლევის შედეგები

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
დღემდე ვსაუბრობდით, რომ კანაბისი შეიძლება გავლენას ახდენდეს ტვინის ფუნქციებზე, მეხსიერებაზე და მოტივაციაზე. ახლა უკვე მტკიცდება, რომ კანაბისის მოხმარება ცვლის ადამიანის გენურ აქტივობას – ანუ იმაზე, როგორ „იკითხება“ ჩვენი DNA.
კვლევის შედეგები:
კვლევა ჩატარდა აშშ-ში, ჩიკაგოს Northwestern University-ში. მკვლევრებმა 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 1000-ზე მეტ ადამიანს, ასაკით 18-დან 30 წლამდე.
ისხლის ნიმუშები შეგროვდა 15 და 20 წლის მონაკვეთში
შედარებულ იქნა DNA-ის მეტილაცია (ქიმიური ნიშნები, რომლებიც არ ცვლიან გენებს, მაგრამ ცვლიან მათ აქტივობას)
აღმოჩნდა, რომ კანაბისის მოხმარება იწვევს მრავალ ეპიგენეტიკურ ცვლილებას — მათ შორის ისეთ ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია:
• უჯრედების ზრდასთან
• ჰორმონალურ სისტემასთან
• ინფექციებთან
• ფსიქიატრიულ დაავადებებთან (მაგ. შიზოფრენია)
• ნარკოდამოკიდებულებასთან
ერთ-ერთი აღმოჩენილი ცვლილება იგივეა, რაც თამბაქოს მომხმარებლებში გვხვდება, რაც მიუთითებს, რომ კანაბისიც შეიძლება მსგავს ზიანს აყენებდეს ორგანიზმს.
რას ნიშნავს ეს?
ეს კვლევა არ ამტკიცებს, რომ კანაბისი პირდაპირ იწვევს დაავადებებს, მაგრამ ცალსახად აჩვენებს, რომ მისი რეგულარული მოხმარება ცვლის გენურ აქტივობას, რაც მომავალში შეიძლება გავლენას ახდენდეს ჯანმრთელობაზე.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი
„დღეს უკვე ვიცით, რომ კანაბისი მხოლოდ მეხსიერებას არ აჩლუნგებს — ის პირდაპირ მოქმედებს გენურ დონეზე. ეს არის სიგნალი მთელი საზოგადოებისთვის, რომ ბუნებრივი არ ნიშნავს უვნებელს.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ხაზგასმით ვამბობ: სანამ კანაბისს ლეგალურად ვაღიარებთ ან ვაუმჯობესებთ მის ხელმისაწვდომობას, უნდა ვიცოდეთ მისი ზეგავლენა ჯანმრთელობაზე გენურ დონეზეც კი.
ამ კვლევამ უნდა დააფიქროს როგორც ახალგაზრდობა, ისე პოლიტიკის შემქმნელები.“

ახალი კვლევა: რა გავლენას ახდენს კანაფი ადამიანის დნმ-ზე? - მკაფიო კვალს ტოვებს ადამიანის დნმ-ზე

დეტალები და სტატია:
Research shows cannabis causes major changes to your DNA
გამოქვეყნებულია: Nature (2023)
დაკავშირებული კვლევა: https://www.nature.com/articles/s41380-023-02106-y
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.
გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებს – გენეტიკა მხოლოდ მემკვიდრეობით არ განისაზღვრება, ის ჩვენს ქცევაზეც რეაგირებს!
შეიძლება იყოს text გამოსახულება
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვის ზღვაზე წაყვანა და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights