სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიკვლევა - გამოავლინეს ჰორმონები, რომლებსაც კანის დაბერებასთან შეწინააღმდეგება შეუძლია

კვლევა – გამოავლინეს ჰორმონები, რომლებსაც კანის დაბერებასთან შეწინააღმდეგება შეუძლია

დაბერების პროცესი მთელს ორგანიზმში მიმდინარეობს, მაგრამ ამის ყველაზე მკაფიო ვიზუალური გამოხატულება ჩვენს კანზეა ხოლმე. ასაკის მატების პარალელურად ნაოჭების რაოდენობაც იზრდება, ასევე კანი თხელდება და მასზე ლაქები ჩნდება. ამას გარე ფაქტორებიც იწვევს, როგორიც ულტრაიისფერი გამოსხივება და ჰაერის დაბინძურებაა. საბოლოოდ, ჩვენი სხეულის საფარველის ცვლილება დაზიანებისა და ინფექციების რისკს ზრდის, ამიტომ ეს მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემად არ უნდა აღვიქვათ.

როგორ შეგვიძლია, რომ კანი დაბერებისგან დავიცვათ?

ახალმა კვლევამ ჰორმონების პოტენციალი გამოავლინა არა მხოლოდ ნაოჭების, არამედ ჭაღარების წინააღმდეგაც. ზოგიერთი ასეთი მოლეკულა იმავე მიზნით უკვე გამოიყენება, მაგრამ ისინი ძირითადად ესტროგენებითა და რეტინოიდებით შემოიფარგლება.

მეცნიერებმა ჰორმონებისა და მათთან დაკავშირებული ნივთიერებების უფრო დიდი რაოდენობა შეისწავლეს, რათა კანის დაბერებაზე მათი გავლენა გაეანალიზებინათ. გაითვალისწინეს ისიც, რომ ამგვარ მოლეკულებს ყველაზე უხვად სწორედ კანი წარმოქმნის (რა თქმა უნდა, ჯირკვლების შემდეგ). ამის გამო ის მნიშვნელოვან ენდოკრინულ ორგანოდ მიიჩნევა, რომლის ფუნქციონირებაშიც არამხოლოდ კანის ყველა ფენა, არამედ თმის ფოლიკულებიც მონაწილეობს. მათ ნეიროენდოკრინულ “მინიორგანოებსაც” უწოდებენ.

კანისა და ჰორმონების ურთიერთკავშირის უკეთ გასაგებად სპეციალისტებმა აქამდე ჩატარებული კვლევები შეისწავლეს. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან მოლეკულებზე, როგორიც IGF-1, ესტროგენები, რეტინოიდები, მელატონინი და ზრდის ჰორმონებია. ზოგიერთმა მათგანმა თმისა და კანის დაბერებაზე დიდი გავლენა აჩვენა, რაც მათ კლინიკურ პოტენციალზე მიანიშნებს.

ავტორები ამბობენ, რომ ეს ჰორმონები შემაერთებელი ქსოვილის დეგრადაციას, ღეროვანი უჯრედების შენარჩუნებასა და პიგმენტის დაკარგვას აკონტროლებს. პირველი სწორედ ნაოჭების წარმოქმნას იწვევს, ბოლო კი გაჭაღარავებას განაპირობებს. შესაბამისად, ზოგიერთ ჰორმონს ანტიასაკობრივი თვისებები აქვს, რომლის გამოყენებაც პრევენციისთვის შეგვიძლია.

მეცნიერების თქმით, ამ მხრივ მელატონინი ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელია, რადგან ის მცირე ზომისაა, ბიუჯეტურია და მას სხეულიც მარტივად ეგუება. ის პირდაპირი და არაპირდაპირი ანტიოქსიდანტის სახით მოქმედებს და მიტოქონდრიულ მეტაბოლიზმს არეგულირებს. ასევე, მელატონინი დნმ-ის დაზიანებას, ანთებით პროცესებსა და უჯრედების თვითგანადგურებას ეწინააღმდეგება.

თერაპიული პოტენციალის მქონე სხვა ჰორმონები და კომპონენტებია: α-MSH (პეპტიდური ჰორმონი), ოქსიტოცინი, ენდოკანაბინოიდები და PPARs რეცეპტორები.

  იწვევს თუ არა ხალის დაზიანება კანის კიბოს? -  მითი თუ რეალობა

„ამ ჰორმონების შემდგომმა კვლევამ შეიძლება შესთავაზოს ახალი თერაპიული საშუალებების შემუშავება კანის დაბერების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის“, – ამბობს ბომი.

კვლევა გამოქვეყნდა Endocrine Reviews-ში.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights