პარასკევი, აპრილი 18, 2025
მთავარიშენი ექიმიტუბერკულოზი მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა

ტუბერკულოზი მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა

ტუბერკულოზი მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა.

2023 წელს ტუბერკულოზის შედეგად მსოფლიოში 1,25 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.
ტუბერკულოზზე გავლენას ახდენს ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა:
– სიღარიბე
– არაჯანსაღი კვება ან საკვების უკმარისობა
– ცხოვრების არასასურველი პირობები
ეს ფაქტორები გავლენას ახდენს ტუბერკულოზით ინფიცირებაზე, დაავადების განვითარებასა და მკურნალობის შედეგებზე.
ტუბერკულოზი განკურნებადია, თუმცა წარმატებული მკურნალობის პროცესი მოითხოვს მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებას, სიმამაცესა და გამბედაობას პაციენტებისა და მათი ოჯახების მხრიდან. მკურნალობის დასრულება მნიშვნელოვანია პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის და ასევე რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად. შეწყვეტილი მკურნალობა ხელს უწყობს წამლის მიმართ რეზისტენტობის განვითარებას, რაც მსოფლიოში მზარდი საფრთხეა.
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  რას ნიშნავს ფქოდი? - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის თერაპიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა გელაშვილი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights