პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარისამინისტროდიალიზის სერვისის სატარიფო პოლიტიკა, ხარისხის კონტროლისა და ჰემოდიალიზის პროგრამის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს

დიალიზის სერვისის სატარიფო პოლიტიკა, ხარისხის კონტროლისა და ჰემოდიალიზის პროგრამის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, დიალიზის სერვისის სატარიფო პოლიტიკა, ხარისხის კონტროლისა და ჰემოდიალიზის პროგრამის მიმდინარეობის საკითხები განიხილა. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.

მინისტრის განცხადებით, წლების განმავლობაში, ჰემოდიალიზის დაფინანსების მოდელი და ტარიფი უცვლელი იყო, დღეს კი აღნიშნული ტარიფი გაზრდილია.

შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნითა და პაციენტის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ თირკმლის მსოფლიო დღე, ყოველწლიურად, მარტის მეორე ხუთშაბათს აღინიშნება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებას თირკმლის დაავადებებისა და ამ დაავადებების თავიდან აცილების გზების შესახებ.

შეხვედრას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია, თეა გიორგაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „დღე-დღეზე ველოდებით, რომ „ნოვო ნორდისკი“ შეასრულებს თავის დაპირებებს და მოგვაწვდის იმ დარჩენილი ინსულინის დოზას, რომელიც ჩვენ ბავშვებს სჭირდება“ - ზაზა ლომინაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights