სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიUncategorizedგეგმური ამბულატორიის დაფინანსება სტუდენტებისთვის - რა უნდა ვიცოდეთ

გეგმური ამბულატორიის დაფინანსება სტუდენტებისთვის – რა უნდა ვიცოდეთ

გეგმური ამბულატორიული მომსახურების სახელმწიფო დაფინანსება სტუდენტებისთვის

🔵 100 % – ით ფინანსდება:

🔷 ექიმ – სპეციალისტების მომსახურება: 

⏹ ენდოკრინოლოგი
⏹ გინეკოლოგი
⏹ უროლოგი
⏹ ოფთალმოლოგი
⏹ ნევროლოგი
⏹ კარდიოლოგი
⏹ ოტორინოლარინგოლოგი
⏹ ქირურგი

🔷 კლინიკურ – ლაბორატორიული გამოკვლევები: 

⏹ სისხლის საერთო ანალიზი
⏹ შარდის საერთო ანალიზი
⏹ გლუკოზა პერიფერიულ სისხლში
⏹ კრეატინინი
⏹ ქოლესტერინი სისხლში
⏹ შრატში ლიპიდების განსაზღვრა
⏹ განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე
⏹ პროთრომბინის დრო
⏹ ჰემოგლობინი
⏹ ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST)
⏹ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH)

🔷 ინსტრუმენტული გამოკვლევები: 

⏹ ელექტროკარდიოგრაფია
⏹ საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია
⏹ შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია
⏹ გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია
⏹ ძვლების რენტგენოგრაფია

🔷 ექიმის მიერ დანიშნული, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული, ეპილეფსიისა და პარკინსონის ქრონიკული მედიკამენტები

🔷 ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები

🔵 80 % -ით ფინანსდება კომპიუტერული ტომოგრაფია

🔵 გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად:

🔷 საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პირი რეგისტრირებული უნდა იყოს მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ პირველადი ჯანდაცვის ცენტრში/პოლიკლინიკაში

🔷 მიმართეთ ოჯახის/სოფლის ექიმს. აღნიშნული სამედიცინო სერვისის მისაღებად, მისი დანიშნულება აუცილებელია

🔵 ვმართოთ ჯანმრთელობა ერთად!

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რას მოიცავს სუიციდის პრევენციის ეფექტური სტრატეგია - 10 სექტემბერი სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღეა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights