სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდისათვის განსახორციელებელ საზედამხედველო საქმიანობის გეგმის პროექტზე იმსჯელა და ერთხმად დაამტკიცა.

„დეტალურად განვსაზღვრეთ საგაზაფხულო სესიაზე საზედამხედველო საქმიანობის კუთხით განსახილველი საკითხები. დაგეგმილი გვაქვს კომიტეტის გასვლითი სხდომები და სამუშაო შეხვედრები დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, როგორც ცალკეულ უწყებებში, ასევე მოსახლეობასთან, რათა ადგილზე შევისწავლოთ მათი პრობლემები“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

გეგმის თანახმად, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში კომიტეტს დაგეგმილი აქვს ინფორმაციის მოსმენა: დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროგრამების მიმდინარეობის შესახებ, „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის თაობაზე, ფარმაცევტულ სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მიმდინარეობის შესახებ, არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე და ა. შ.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, კომიტეტში შეიქმნა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭო.

როგორც ზაზა ლომინაძემ განაცხადა, საბჭოს შემადგენლობა 26 წევრით განისაზღვრება, რომელიც გააერთიანებს სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურებში მომუშავე პროფესიონალებს და დამოუკიდებელ სპეციალისტებს. საბჭოს საქმიანობის მიზანია ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის გაძლიერება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ცილა, რო­მელ­საც კი­ბოს უჯრე­დე­ბის მოკ­ვლა შე­უძ­ლია – კი­ბოს უჯრე­დე­ბის თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის გზას მი­აგ­ნეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights