კვირა, აპრილი 20, 2025
მთავარიშენი ექიმიკიბოს ვაქცინამ იმედის მომცემი შედეგები აჩვენა

კიბოს ვაქცინამ იმედის მომცემი შედეგები აჩვენა

ექსპერიმენტულმა კიბოს ვაქცინამ,რომელიც პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნება, ეფექტურობა აჩვენა თირკმლის კიბოს მესამე და მეოთხე სტადიის მქონე პაციენტებში.

კვლევა ჩატარდა Dana-Farber-ის კიბოს ინსტიტუტის,ჰარვარდის სამედიცინო სკოლის და იელის კიბოს ცენტრის მიერ.

ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო ცხრა პაციენტმა,რომლებმაც ოპერაციის შემდეგ მიიღეს ვაქცინა, შექმნილი მათი სპეციფიკური მუტაციების მიხედვით. ვაქცინამ გამოიწვია ძლიერი იმუნური პასუხი, T უჯრედების რაოდენობის 166-ჯერ გაზრდით. ვლევის შედეგების მიხედვით, საშუალოდ 34.7 თვის შემდეგ ყველა პაციენტი რჩებოდა კიბოსგან თავისუფალი.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი შედეგები იმედის მომცემია, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ საჭიროა უფრო მასშტაბური კვლევები, ვაქცინის ეფექტურობის საბოლოოდ დასამტკიცებლად.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  დიაბეტი და ანტიმიკრობული რეზისტენტობა: ახალი კვლევის შედეგები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights