სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრომხარეებმა, ჯანდაცვის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით, საქართველოში არსებული...

მხარეებმა, ჯანდაცვის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით, საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.

ოთხმა სახელმწიფო კლინიკამ KTQ-ს საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა – თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრს, რუხისა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოებს საერთაშორისო სტანდარტების დამადასტურებელი სერტიფიკატები უკვე გადაეცათ, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კლინიკების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მოიპოვა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, აკრედიტაციის საერთაშორისო კომპანია KTQ-ს დირექტორ რონალდ ნოიბაუერს შეხვდა.

მხარეებმა, ჯანდაცვის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით, საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძემ KTQ-ს დირექტორს, ჯანდაცვის სექტორთან, განსაკუთრებით კი სახელმწიფო კლინიკებთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, სამედიცინო მომსახურებისა და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. როგორც უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამ პროცესში, კერძო სექტორისათვის მაგალითის მიმცემი სწორედ სახელმწიფოა, რისი დასტურიცაა, სამინისტროს სისტემაში შემავალი კლინიკებისთვის KTQ-ს საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭება.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობაზეც იმსჯელეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ერთობლივი მუშაობა, მნიშვნელოვანია, სამომავლოდ პროცესების ეფექტური მართვისთვის.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საერთაშორისო კომპანია KTQ-ს წარმოდგენილიყო საქართველოში თეონა გორგაძე.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კლინიკების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მოიპოვა. იმის გათვალისწინებით, რომ დაწესებულების გარკვეული ნაწილი, ვერ ახერხებს ვალდებულებების ვადებში, სრულად, შესრულებას, მოქალაქეებისთვის გადაუდებელ სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიული ან პროფილური ხელმისაწვდომობის უწყვეტობის მიზნით, მათ საშეღავათო პერიოდი მიეცათ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჯანდაცვის სამინისტრო: მას შემდეგ, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს სახელმწიფო ახორციელებს, პრეპარატები 10-ჯერ გაიაფდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights