ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარიშენი ექიმიისტორიაში პირველად, ავსტრალიელმა მეცნიერებმა კენგურუს ემბრიონი ხელოვნურად შექმნეს

ისტორიაში პირველად, ავსტრალიელმა მეცნიერებმა კენგურუს ემბრიონი ხელოვნურად შექმნეს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ექსტრაკორპორალური განაყოფიერების გზით კენგურუს პირველი ემბრიონი შექმნეს, – წერს BBC-ი.

მეცნიერებმა ნაცრისფერი კენგურუს ოცზე მეტი ემბრიონი შექმნეს. მათი აზრით, ეს მისცემს მათ საშუალებას, რომ გადაარჩინონ სხვა ცხოველთა სახეობები, რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან. მაგალითად, კოალა, ტასმანიური ეშმაკი, ვომბატისებრნი და სხვა.

ავსტრალიაში ძუძუმწოვარი ჩანთოსნების ყველაზე დიდი ნაირსახეობა არსებობს, თუმცა მათი გარკვეული ნაწილი გადაშენების პირასაა.

მეცნიერების აზრით, ეს მეთოდი გადამწყვეტ როლს ითამაშებს „ამ უნიკალური ცხოველების გენეტიკური მასალის“ შენახვის საქმეში.

2024 წელს მეცნიერებმა მარტორქის ემბრიონის ხელოვნურად შექმნა შეძლეს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  როდისაა ანტიბიოტიკების მიღება რეკომენდებული და რა უნდა იცოდეს მშობელმა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights