პირველადი დახმარება ეპილეფსიური კრუნჩხვის დროს

0
346
პირველადი დახმარება ეპილეფსიური კრუნჩხვის დროს
#post_seo_title

პირველადი დახმარება ეპილეფსიური კრუნჩხვის დროს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვითმსოფლიოში ეპილეფსია 50 მილიონ ადამიანს აქვს.

10-დან 1 ადამიანს კი  ცხოვრების რომელიმე ეტაპზე შესაძლოაგამოუვლინდეს ეს დაავადება[i].

საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ ეპილეფსიისთვის მხოლოდ კრუნჩხვითი შეტევებია დამახასითებელი. სინამდვილეში, ის სხვადასხვა ტიპის შეტევებით  ვლინდება, მაგრამ დღეს  სწორედ კრუნჩხვითი შეტევებით მიმდინარე ეპილეფსიაზე ვისაუბრებთ (მდგომარეობა, რომელიცხშირადცნობიერების დაკარგვით მიმდინარეობს, თან ახლავს დაცემა, კიდურების არაკონტროლირებადი მოძრაობები – დაკრუნჩხვა), რათა ვიცოდეთ,  როგორ გავუწიოთ დახმარება ამ სიტუაციაში მყოფ ადამიანებს.  [ii]

პირველადი დახმარება კრუნჩხვის დროს:[iii]

თუ გვერდზე მყოფს დაეწყო ეპილეფსიური კრუნჩხვა

  1. შეინარჩუნე სიმშვიდე
  2. უზრუნველყავი მისი უსაფრთხოება
  • მოათავსეთ იატაკზე უსაფრთხო ადგილას და/ან გაანთავისუფლეთ მის ირგვლივ  არე ისეთი საგნებისგან, რომლებმაც შეიძლება ტრამვა მიაყენონ (ქურა, ბასრი საგნები…)
  • შეეცადეთ, დააწვინოთ გვერდზე- ასე სუნთქვა გაუიოლდება
  • თავქვეშ ბალიში ან დახვეული რბილი ტანსაცმელი ამოუდეთ, თუ ამის საშუალება არაა, მისი თავი თქვენს ხელებზე მოათავსეთ
  • მოუხალვათეთ ტანსაცმელი: შეუხსენით ქამარი/საკინძე, მოხსენით სათვალე

კატეგორიულად აკრძალულია:[iv]

  • პირში მყარი საგნების (ხის/პლასტმასის ნაჭრის, კოვზის, დანის, ჩანგლის და ა.შ.) ან თითის ჩაყოფა, პირის ძალდატანებით გახსნა (ამითი შეიძლება დაუზიანოთ კბილები, ყბა, ან შესაძლოა ეს საგნები გადაეყლაპოს)
  • ხელოვნური სუნთქვის ჩატარება, წყლის ან წამლის მიცემა
  •  წამოსმა, თავის წამოწევა, ან შებოჭვა
  • ენის დაჭერა (ანატომიური თავისებურებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ადამიანმა ენა გადაყლაპოს)

დარეკეთ სასწრაფოში თუ:

  • ეს გულყრის პირველი შემთხვევაა
  • პიროვნებას უჭირს სუნთქვა და გამოფხიზლება გულყრის შემდეგ
  •  გულყრა გაგრძელდა 5 წთ-ზე დიდხანს
  • კრუნჩხვის პირველ შეტევას მალევე მოყვა მეორე
  • მიიღო ტრამვა  გულყრის პროცესში
  • აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა, როგორიცაა დიაბეტი, გულის დაავადება ან ფეხმძიმეა

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

გამოყენებული წყაროები:

 


[i] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs999/en/

[ii] http://www.cdc.gov/epilepsy/basics/faq.htm#What is epilepsy? What is a seizure?

[iii] http://www.cdc.gov/epilepsy/basics/first-aid.htm

[iv] http://www.stjohnnsw.com.au/epileptic-seizures/

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ლასას ცხელება მწვავე ვირუსული ჰემორაგიული დაავადებაა - ინფიცირებულთა 80%-ში სიმპტომები არ ვლინდება

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ