ორშაბათი, მარტი 17, 2025
მთავარიშენი ექიმი„ბაკურიანის ციდა“ წყლის ბოთლში ნატურალური წყლის ნაცვლად აზოტმჟავა აღმოჩნდა, რამაც ბავშვს სერიოზული...

„ბაკურიანის ციდა“ წყლის ბოთლში ნატურალური წყლის ნაცვლად აზოტმჟავა აღმოჩნდა, რამაც ბავშვს სერიოზული დამწვრობა მიაყენა“

„ბაკურიანის ციდა“ წყლის ბოთლში ნატურალური წყლის ნაცვლად აზოტმჟავა აღმოჩნდა, რამაც ბავშვს სერიოზული დამწვრობა მიაყენა“.

მოქალაქე ნინო ფრიდონიშვილი სოციალურ ქსელში ბაკურიანი ციდას წყლით მცირეწლოვანთა ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ბოთლი, რომლიდანაც მცირეწლოვანმა (მისმა ძმისშვილმა) სითხე მიიღო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გადასცეს, ხოლო ექსპერტიზის შედეგად ბოთლში აზოტმჟავა იქნა აღმოჩენილი.

“ხალხო, ჩემი ძმისშვილი იაშვილში გადაიყვანეს ყელის დამწვრობით. გლოვოთი რამდენიმე ბაკურიანის პატარა ციდას ბოთლი გამოიძახეს, თავისი ხელით გაუხსნეს დალუქული ბოთლი და მიაწოდეს ბავშვს, ბავშვმა მოსვა თუარა გადმოაფურთხა და დაიწყო კივილი, ღმერთის წყალობით გადავრჩით ფატალური შედეგისგან რომ არ გადაყლაპა.

აღნიშნული ბოთლი გადავეცით სამხარაულს ანალიზისთვის და დადგინდა რომ მასში იყო სუფტა აზოტმჟავა, დანარჩენი ბოთლები აქვს გამოძიებას.

ვრცელდება ინფორმაცია რომ ჟვანიაში წევს ბავშვი, რომელსაც ციდას ბოთლში ჩასხმული ქლორის შეცდომით მოსმის შედეგად ჩაეწვა ყელი, ეგ სხვა ბავშვია და არარის ერთი და იგივე ქეისი.

იაშვილმა მაშინვე შეატყობინა პოლიციას ეს ამბავი და მიმდინარეობს გამოძიება”. – წერს ფრიდონიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტიზის შედეგები, რომელსაც ნინო ფრიდონიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია:

„ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პოლიმერული მასალის ბოთლში, ეტიკეტზე წარწერით „ბაკურიანი ციდა ნატურალური მინერალური წყალი არაგაზირებული 330 მლ 10.11.24. 15:12 10.11.25. L26“, მოთავსებული ძლიერი მჟავური ბუნების მქონე უფერო, გამჭვირვალე სითხე შეიცავს აზოტმჟავას.“

„კვირა დღეს შევიძინეთ „ბაკურიანის ციდა“ წყალი და სხვა პროდუქტები. წყალმა ბავშვს დაწვა პირი. როგორც სამხარაულმა დაწერა დასკვნაში. წყლის ნაცვლად ბოთლში აღმოჩნდა აზოტმჟავა. ბავშვი ჯერ 4 წლის არ არის. გუშინ გამოწერეს იაშვილის კლინიკიდან. პირის ღრუ აქვს დამწვარი. საბედნიეროდ, როგორც დღეს მითხრეს კლინიკაში, საყლაპავი მილი და კუჭი არ აქვს დამწვარი. მოკვლევაა დაწყებული. ჩვენ მოწმეების სახით გამოვიკითხეთ.შეკვეთიდან რაც იყო დარჩენილი, გადავეცით პოლიციას. დანარჩენს გამოძიება დაადგენს…“ – ამბობს დაზარალებული ბავშვის  მშობელი.

ცნობისთვის, 4 თებერვალს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაკურიანი ციდას წყალმა მცირეწლოვნის მოწამვლა გამოიწვია.

ბაკურიანის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“, აცხადებს, რომ შემოწმებულია ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში, აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

„კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ასევე, მოგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა ჩვენი წარმოება, მათ შორის უშუალოდ საწარმოო პროცესი და „ბაკურიანი ციდას“ კონკრეტული პარტია. შემოწმების შედეგების თანახმად, ჩვენს ქარხანაში დანერგილი საწარმოო პროცესი უზრუნველყოფს უსაფრთხო პროდუქტის წარმოებას. ამასთან, ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ აღნიშნული პარტია უსაფრთხოა გამოყენებისთვის და შეესაბამება ყველა სტანდარტს.

აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენს საწარმოში დანერგილია პროცესების კონტროლისა და წარმოების უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტი, რაც გამორიცხავს პროდუქტში უცხო ნივთიერებების მოხვედრას,“ – აცხადებენ კომპანიაში.

არაგეგმური შემოწმება ჩაატარა კომპანიაში სურათის ეროვნულმა სააგენტომაც. 

უწყებამ აღებული ნიმუშები გამოკვლევისათვის გაგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში, სადაც ყველა მაჩვენებელი შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად შეფასდა.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით- „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის ნიმუშები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.

ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა.

კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა“, – წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

17 მარტი 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მარტი 17, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

მარტი 17, 2025
როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

მარტი 17, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

მარტი 17, 2025
Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

მარტი 17, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights