სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიებოლას ვირუსით დაავადებული ექთანი გარდაიცვალა - ეს პირველი ეპიდაფეთქებაა ბოლო ორი წლის...

ებოლას ვირუსით დაავადებული ექთანი გარდაიცვალა – ეს პირველი ეპიდაფეთქებაა ბოლო ორი წლის განმავლობაში

უგანდაში ისევ ებოლას ვირუსის ეპიდაფეთქებას ებრძვიან. ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრი პირველ მსხვერპლზე იუწყება, რომელიც ექთანი იყო, – წერს Euronews-ი.

32 წლის მამაკაცი კამპალის მთავარ სამკურნალო დაწესებულებაში ექთნად მუშაობდა.

შესაბამისი სამსახურები ახლა იმ ადამიანებს ეძებენ, ვისთანაც გარდაცვლილ ექთანს კონტაქტი ჰქონდა. საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ, რაც ინფიცირებულ პაციენტს ტემპერატურა აეწია, მას უგანდის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. პაციენტის გარდაცვალების შემდეგ მის ორგანიზმში ებოლას ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურდა.

უგანდის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინფიცირებულ მამაკაცს 44 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, მათგან 30 სამედიცინო დაწესებულების პერსონალი და პაციენტები არიან.

ებოლას ბოლო ეპიდაფეთქება უგანდაში 2022 წლის სექტემბერში დაფიქსირდა, რამაც 55 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. 2023 წლის იანვარში შესაბამისმა უწყებებმა გამოაცხადეს, რომ ეპიდაფეთქება ჩამქრალია.

ებოლას ვირუსის ამჟამინდელი ეპიდაფეთქების ჩაქრობა, შესაძლებელია, ბევრად გართულდეს, რადგან ქალაქ კამპალაში ოთხ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სარეზერვო ფონდიდან გააგზავნის ერთ მილიონ დოლარს უგანდის მხარდასაჭერად ებოლასთან ბრძოლაში.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა - სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights